დასანანი მარცხი და შემდგარი შოუ

დღეს, მიხეილ მესხის სასხლეობის სტადიონზე ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურამ“ ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანული კლუბის მთავარი მწვრთნელი გაჯიევი გულშემატკივარს საფეხბურთო შოუს დაპირდა, რაც მოედანზე შედგა კიდეც. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და შედეგიანი გამოდგა.

შეხვედრის საწყისი წუთები სტუმართა მცირე უპირატესობით აღინიშნა, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით „ჩიხურა“ შეტევებში უფრო თამამად მიდიოდა. მე-6 წუთზე მარჯვენა ფლანგზე დეკანოიძე-კორიფაძის აქტიურობის შემდეგ „ნეფთჩის“ კართან მცირე ხითაფი შეიქმნა, რაზეც სტუმრებმა მეტოქეს ნფორის რეალური საგოლე მომენტით უპასუხეს – „ჩიხურა“ ქვილითაიამ გადაარჩინა.

მე-12 წუთზე  შეტევაში ჩართულმა ოდიკაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე გაბედავა გაიყვანა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმა სუსტი და არაზუსტი გამოდგა.

მე-16 წუთზე სტუმრებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. ნფორმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და საკუთარი გუნდი უძლიერესი დარტყმით დააწინაურა – 0:1.

23-ე წუთზე სტუმრებს მეორე გოლის გატანის შანსი მიეცათ. მარცხენა ფლანგიდან ფლავინიოს ჩაწოდების შემდეგ კარში ვობაიმ დაარტა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა. რამდენიმე წუთში სახიფათო მომენტი მასპინძლებმაც შექმნეს. გაბედავას უშედეგო მცდელობის შედეგ „ნეფთჩის“ მველებმა ვითარების განმუხტვა მოახერხეს.

27-ე წუთზე „ნეფთჩიმ“ მეორე გოლის გატანა შესძლო. ვობაის შესანიშნავი თამაშის შემდეგ ქვილითაიას კარი კვლავ ნფორმა დალაშქრა.

მალევე „ჩიხურამ“ სხვაობის შემცირება მოახერხა. კუჭუხიძის პასის შემდეგ სტამენკოვიჩის კარში გაბედავამ დალაშქრა. გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობა საჩხერელებმა მოიპოვეს და უფრო აგრესიულად შეუტიეს. 35-ე წუთზე დათუნაიშვილის ჩაწოდების შემდეგ ჯიღაური ეფექტური დარტყმით ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა „ჩიხურას“ შვიდიანის მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა.

შეტევაში წასულ „ჩიხურას“ ტაიმის ბოლოს კონტრშეტევა გამოეპარა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა – ნფორმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

მეორე ტაიმი „ჩიხურას“ შეტევებით დაიწყო. მალევე გაბედავამ დუბლის გაფორმება და ანგარიშში სხვაობის შემცირება კიდევ ერთხელ შესძლო. აღსანიშნავია, რომ მეორე შემთხვევაშიც გაბედავას ასისტენტობა კუჭუხიძემ გაუწია.

პირველი ტაიმის მსგავსად, „ჩიხურამ“ მეორე გოლის შემდეგაც მოიპოვა საგრძნობი უპირატესობა. გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჯიღაურს მიეცა, რომლის დარტყმული სტამენკოვიჩმა გაჭირვებით მოიგერია. მოგვიანებით, ჯიღაურის კიდევ ერთი ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა მცველს ხელზე მოხვდა, თუმცა შეხვედრის მთავარი არბიტრი მხოლოდ კუთხურით შემოიფარგლა.

65-ე წუთზე ჯიღაურის გადაცემით მეკარესთან პირისპირ ოდიკაძე დარჩა. სამწუხაროდ, თუმცა საჩხერელთა კაპიტნის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

დარჩენილ დროში თამაშის სურათი არ შეცვლილა. “ნეფთჩი” ძირითადად მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ „ჩიხურას“ მასიურ შეტევებს. მატჩის ბოლოს ფრუიძის შეგირდებმა  ვერც საბოლოო შტურმის მოწყობა მოახერხეს.

საბოლოოდ, 2:3 ორი შეხვედრის ჯამში და ევროთასებზე დასრულებული გამოსვლა. ევროპის ლიგის პლეი-ოფში ბაქოს “ნეფთჩი” ითამაშებს.

უეფას ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
“ჩიხურა” — “ნეფთჩი” 2:3 (1:3)

“ჩიხურა”: ქვილითაია, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე, ოდიკაძე, დათუნაიშვილი, დეკანოიძე, კორიფაძე (მუმლაძე 79′), ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

“ნეფთჩი”: სტამენკოვიჩი, კარდოსო, ბერტუჩი, იუნუსზადე, კაუე, აბდულაევი (მასიმოვი 72′), ერიკ რამოსი, სეიდოვი (ისაევი 64′), ვობაი (იმამვერდიევი 83′), ფლავინიო, ნფორი.
მთავარი მწვრთნელი: ბეიუკაღა გაჯიევი.

გოლები: გაბედავა 30′, 50′ — ნფორი 16′, 27′, 38′.
გაფრთხილებები: გაბედავა 68′, დათუნაიშვილი 85′, რეხვიაშვილი 90+2′ — კაუე 20′, კარდოსო 52′, ბერტუჩი 63′, იუნუსზადე 68′,

მთავარი მსაჯი: ტამაშ ბოგნარი (უნგრეთი).

მარიამ ნიშნიანიძის ფოტო

უეფამ ჩიხურას სანქციები დაუწესა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბურსასპორთან” მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამო უეფამ საჩხერის “ჩიხურას” სანქციები დაუწესა.

მოედანზე ნასროლი ბოთლებისა და რასიზმის გამოვლენის გამო ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ქართული კლუბი 15 000 ევროთი დააჯარიმა.

გარდა ამისა, “ნეფთჩისთან” განმეორებით შეხვედრაზე დახურული იქნება “ულტრას ტრიბუენბი”, რომლებზეც უეფას სპეციალური ბანერები განთავსდება.

 

ბაქოში დაკავებული ქართველი გულშემატკივრები გაათავისუფლეს

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას გუნდების ქომაგებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაპატიმრებული ქართველი გულშემატკივრები გაათავისუფლეს.

სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ბოლო ინფორმაციით, დაკავებული ქომაგები თავისუფლები არიან და საქართველოში ბაქოში ჩასულ გულშემატკივრების ჯგუფთან ერთად დაბრუნდებიან.

ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება და დაძაბულობა მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ

უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურამ“ თურქული „ბურსასპორის“ ბარიერი დაძლია. უგოლო 120 წუთის შემდეგ, პენალტების სერიაში “ჩიხურამ” მეტოქე 4:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მატჩი “ჩიხურას” აქტიურობით დაიწყო, თუმცა მალევე სტუმრებმა ინიციატივა მოიპოვეს. “ბურსასპორის” ფეხბურთელები ძირითადად ფლანგებიდან ცდილობდნენ ხიფათის შემქნას. თავის მხრივ საჩხერელებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს და თამაში კონტრშეტევებზე ააგეს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში სიზუსტე აკლდა.

სახიფათო ეპიზოდები ძირითადად თურქებს ჰქონდათ, მაგარმ უშანსოდ არ მასპინძლები ყოფილან. თავის გამოჩენა დეკანოიძეს და რეხვიაშვილს შეეძოთ.

მეორე ტაიმი “ბურსასპორის” სახიფათო იერიშით დაიწყო. გაშვებული გოლისგან “ჩიხურა” მცველების თავგანწირულმა თამაშმა იხსნა. ამის შემდეგ საჩხერელებმა მცირე ხნით თამაშის გათნაბრება მოახერხეს და მეტოქის კართან რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო ეპიზოდი შექმნეს. კუჭუხიძის პასის შემდეგ ბეჭვაიას ძლიერი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. მალევე დათუნაიშვილმა სცადა შორი მანძილიდან მეტოქის კარის დალაშქვრა.

“ბურსასპორმა” უპირატესობა მალევე დაიბრუნა და მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა საჩხერელთა დაცვის და მაქსიმე ქვილითაიას კარგი თამაშის წყალობით შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებული დროის მე-4 წუთზე “ბურსასპორი” უმცირესობაში დარჩა. მეორე ყვითელი ბარათი ოზბაირაკლიმ მიიღო. მიუხედავად ამისა, თურქებმა უპირატესობის შენარჩუნება მაინც მოახერხეს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ “ჩიხურაც” უფრო მწვავედ უტევდა და ბოლო წუთებზე გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქოდნა, თუმცა იმერულ გუნდს ოდნავ არ გაუმართლა.

ორმატჩიან დუელში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც უფრო ზუსტები ქართველი ფეხბურთელები იყვნენ. ოდიკაძის, გაბედავას, კორიფაძის და მუმლაძის ზუსტი დარტყმების წყალობით “ჩიხურა” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე ფეხბურთელებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რაც მუმლაძის მიერ გადამწვყეტი გოლის ზედმეტად ემოციურად აღნიშვნას მოჰყვა. სამწუხაროდ, ინციდენტი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს შორისაც მოხდა. ვითარების განმუხტვა არჩილ არველაძის და დაცვის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): “დიდი მადლობა გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის. მათ დღევანდელ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს. “ბურსასპორთან” ორივე შეხვედრაში გათვლა ორთაბრძოლებზე გავაკეთეთ. ჩვენი მთავარი მიზანი საკუთარი კარის მშრალად შენახვა იყო, რაც შევასრულეთ კიდეც. ჩვენი თამაში მეტოქის ძლიერი მხარეებიდან გამომდინარე ავაწყვეთ. მათ მთავარი კოზირის, სისწრაფეების გამოყენების საშუალება არ მივეცით. მუმლაძის საქციელს რაც შეეხება, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და ემოციებს აყვა, თუმცა ასეთ ქმედებას არ ვამართლებთ”.

მაქსიმე ქვილითაია (ჩიხურა): “დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც 120 წუთის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ. დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს. დღეს, ჩვენი კლუბის ისტორია იწერება” 

„ჩიხურა“ — „ბურსასპორი“ 0:0 (პენ. 4:1) (პირველი მატჩი 0:0)

ჩიხურა“: ქვილითაია, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე (ჩიკვილაძე 117′), ოდიკაძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე (კორიფაძე 90′), ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე (მუმლაძე 119′).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

ბურსასპორი“: ტეკინი, სიველი, ოზთურქი, ბეჰიჩი, ოზბაურაკლი, ტრაორე, ჩინაზი, შენი, ბექირ ილმაზი (ტუფანი 53′), კირაზი, იუნალი (ალტინასი 80′)
მთავარი მწვრთნელი: შენოლ გიუნეში.

პენალტების სერია: ოდიკაძე 1:0; გაბედავა 2:0; კორიფაძე 3:0; მუმლაძე 4:1 — ჩინაზი 1:0; სიველი 2:0; ტუფანი 3:1.

გაფრთხილებები: ჯიღაური 45+1′, ბეჭვაია 45+2′, კუჭუხიძე 114′ — ოზბაურაკლი 90+4′, შენი 90+5′.
გაძევება: ოზბაურაკლი 94′.

მთავარი მსაჯი: ტომაშ მუსიალი (პოლონეთი).

IMG_2297IMG_2349IMG_2412IMG_2422IMG_2431IMG_2468IMG_2527IMG_2534IMG_2608

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების, “ჩიხურას” და “ზესტაფონის” სავარაუდო მეტოქეების ვინაობა ცნობილი გახდა.

იმ შემთხვევაში თუ საჩხერის “ჩიხურა” თურქული “ბურსასპორის” ბარიერის გადალახვას შესძლებს, მსამე ეტაპზე ურთიერთობას აზერბაიჯანული “ნეფტჩის” და სლოვენიური “კოპერის” წყვილში გამაჯრვებულთან გაარკვევს. “ნეფტჩი” – “კოპერის” ბაქოში გამართული პირველი მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.

რაც შეეხება “ზესტაფონს”, რომლმაც გუშინ საკუთარ მოედანზე “სპარტაკ ტრნავასთან” უგოლო ფრე ითამაშა, მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში იმერლები “ლუცერნი” – “სენტ ჯონსტონის” წყვილი გამარჯვებულს შეხვდებიან. ამ წყვილის პირველი მატჩი, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

თურქების აზრით ბურსასპორმა ჩიხურა დაამარცხა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ “ბურსასპორსა” და “ჩიხურას” შორის  გამართული ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

თუმცა, თურქული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდი მატჩის შემდეგ იუწყებოდა, რომ შეხვედრა “ბურსასპორის” მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გარკვეული დროის შემდეგ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაშვებული შეცდომა გამოსწორდა.

ბურსასპორი – ჩიხურა 0:0

გთავაზობთ თურქულ “ბურსასპორსა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართულ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის მიმოხილვას.

ჩიხურამ ბურსასპორს არ გაატანინა

თურქეთში გამართული ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი “ბურსასპორსა” და “ჩიხურას” შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ფრუიძის შეგირდებმა პირველივე წუთებიდან მეორე ნომრად დაიწყეს თამაში და აქცენტი დაცვაზე გააკეთეს, რაც საკმაოდ კარგად გამოსდიოდათ კიდეც.

აღსანიშანვია, რომ თურქებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შემქნეს, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს. გოლის გატანის შანსი “ჩიხურასაც” ჰქონდა. გაბედავას დარტყმას ორჯერ მცველები გადაეღობნენ.

საბოლოო ჯამში დამსახურებული ფრე ძლიერ მეტოქესთან და ერთ კვირაში “მიხეილ მესხზე” გასამართი საინტერესო დაპირისპირება.

ბურსასპორი 0-0 ჩიხურა

ბურსასპორი: თექინი, სიველი, ოზთურქი, ბეჰიჩი, ოზბაირაკლი, კარაბულუტი (ქირაზი 46′), ბელუში, ტრაორე, შენი, ილმაზი (ტუფანი 82′), ფერნანდაო (ენეშ უნალი 56′).

ჩიხურა: ქვილითაია, ოდიკაძე, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე (კორიფაძე 90+1′), ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე.

 

სოსო ფრუიძე: “რთული თამაში გველის”

ხვალ, მიხელ მესხის სახლეობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურა” მაკედონიურ “ტურნოვოსთან” ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავს. შეგახსენებთ, პირველი მატჩი ქართული გუნდის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

დღეს, გუნდებმა მიხეილ მესხზე ივარჯიშეს. “ჩიხურას” მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): “რთული თამაში გველის. ჩვენი მეტოქე გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზს წარმოადგენს. საგანგებოდ ჩვენთან მატჩისთვის მაკედონიის ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ორი ფეხბურთელი დაიმატეს. “ტურნოვო” კომბინაციური ფეხბურთის თამაშს ცდილობს. საბედნიეროდ, პირველ შეხვედრაში მეტოქეს ამის საშუალება არ მივეცით და გამარჯვება მოვიპოვეთ. 

მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში გაძლიერების სურვილი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული” 

“ჩიხურასა” და “ტურნოვოს” დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვალ 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

IMG_9832IMG_9804IMG_9778IMG_9753IMG_9734IMG_9737

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ჩიხურას მაკედონიური ტურნოვო შეხვდა

ევროპა ლიგის პირველ საკვალიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” მაკედონიურ “ტურნოვოს” დაუპირისპირდება.

“ტურნოვომ” გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ “რაბოტნიჩკის” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა.

პირველ შეხვედრა მაკედონიაში 3 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებით მატჩს თბილისი, 10 ივლისს უმასპინძლებს.

ბოლნისის სიონი ალბანურ ფლამურტარის შეხვდება

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბოლნისის “სიონი” ალბანურ “ფლამურტარის” შეხვდება.

“ფლამურტარიმ” გასულ სეზონში ალბანეთის ჩემპიონატი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. ევროსაგზური კი თასის მოგებით მოიპოვა.

პირველი შეხვედრა თბილისში 3 ივლის შედგება, ხოლო განმეორებითი მატჩი ერთი კვირიშ შემდეგ, 10 ივლისს გაიმართება.

სიონის და ჩიხურას სავარაუდო მეტოქეები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.

საჩხერის “ჩიხურა” პირველ ეტაპზე განთესილი იქნება და მისი სავარაუდო მეტოქეების სია ასე გამოიყურება:  “დიორ ეტო” (უნგრეთი), “შირაკი” (სომხეთი), “გაბალა” (აზერბაიჯანი”, “ტურნოვო” (მაკედონია), “კოლეჯ ევროპა” (გიბრალტარი).

ბოლნისის “სიონი” გათამაშებაში განუთესავის სტატუსით ჩაერთვება. ბურდულის გუნდის სავარაუდო მეტოქეები არიან:  “სპარტაკ ტრნავა” (სლოვაკეთი), “ჩუკარიჩკი” (სერბეთი), “კოპერი” (სლოვენია), “ფლამურტარი” (ალბანეთი), “ინტერი” (აზერბაიჯანი).

საქართველოს ვიცე-ჩემპიონi  “ზესტაფონo”,  გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. გეგუჩაძის გუნდის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან : “მოსკოვის” სპარტაკი ( რუსეთი) ; აპოელი “თელ-ავივი” (ისრაელი) ; კლუჟი (რუმინეთი) ; ლეხი (პოლონეთი) ; “სლოვან ლიბერეცი” (ჩეხეთი) ; “ბურსასპორი” (თურქეთი) ; “იესბერგი” (ჩეხეთი) ; “ვარეგემი” ( ბელგია) “ელფსბორგიზ” (შვედეთი) ; “ომონია” (კვიპროსი) “ჰაიდუკი” (ხორვატია) ; “მოლდე” (ნორვეგია) ; “ლუზერნი” (შვეიცარია) ; “ცსკა” სოფია (ბულგარეთი) ; “რიჯეკა” (ხორვატია) ; “გრონინგენი” (ჰოლანდია) ; “ტრიპოლისი” (საბერძნეთი) ; “მოზერვილი” (შოტლანდია) ; “ლუგანსკი” (უკრაინა) ; “მლადა ბოლესლავი” (ჩეხეთი) ; “პეტროულ პლოიესტი” (რუმინეთი) ; “ვოივოდინა” (სერბეთი) ; “დინამო მინსკი” (ბელარუსი) ; “გრიოდიგი” (აუსტრია) ; “პიოლტენი” (აუსტრია) “ჩოროზოუ” (პოლონეთი) ; “სარაევო” (ბოსნია და ჰერცოგოვინა) ; “აპოელ ბირ შევა” (ისრაელი) “შახტიორ სოლიგორსკი” (ბელარუსი) ; “გიორ ეტო” (უნგრეთი) ; “სენტ ჯონსტონი” (შოტლანდია) ; “ზავისზა” (პოლონეთი) ; “ნემან გრონდო” (ბელარუსი) ; “კიოსიცი” (სლოვაკეთი) ; “ჟაგოდინა” (სერბეთი) ; “ტრენსინი” (სლოვაკეთი) ; “გორიცა” (სლოვენია) ; “როვანიემი” (ფინეთი).

წილისყრა თბილისის დროით 16:30-ზე დაიწყება.