მიმდინარე სეზონში მიუნხენის “ბაიერნს” შეტევის წინა ხაზზე, არც თუ ისე კარგი მდგომარეობა აქვს, გერმანელები იმდენად დამაჯერებლად ვეღარ გამოიყურებიან, როგორც წინა წლებში, ამიტომაც მათი თავარი საზრუნავი, სწორედ თავდასხმის გაძლიერებაა.
ცნობილი გერმანული გამოცემა Sport Bild-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად მიუნხენში ფრანგ ოლივიე ჟირუს მოიაზრებენ. “არსენალის” ცენტრ ფორვარდს მიმდინარე სეზონში საკმარისი სათამაშო დრო აღარ ეძლევა, რაც ლონდონელთა რიგებში ლაკაზეტის გადმოსვლით აიხსნება.
შეგახსენებთ, რომ ჟირუ მეთოფეების შემადგენლობაში 2012 წელს ფრანგული “მონპელიედან” გადმობარგდა, მან “არსენალის” მაისურით 244 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 101 გოლით გამოიჩინა.