გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მალაგა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-2 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ, “ბლანკოსის” ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. გუნდები, რომლებიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩამოდიან, ცდილობენ, ბოლომდე დაიხარჯონ. აქ ასპარეზობა, უფრო და უფრო, რთულდება, თუმცა ნებისმიერი მეტოქისთვის ერთნაირად დიდი შემართებით ვემზადებით.”
“ბენზემას ნაკრებში გამოუძახებლობა? ამის შესახებ დიდიე დეშამს ჰკითხეთ. ის ფანტასტიკური მოთამაშეა. თუმცა, მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, მოირგებს თუ არა, ნაკრების ფორმას კარიმი. ჩვენთვის ამაზე არასდროს უკითხავს ან უსაუბრია,” – აცხადებს რაფაელი.