ანტუან გრიზმანი: “დერბი უნდა მოვიგოთ!”

მადრიდის “ატლეტიკო” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” პირველად დაუპირისპირდება თანაქალაქელ “რეალს”. შეხვედრა ლა ლიგის მე-12 ტურის ეგიდიდთ შედგება.

სადებიუტო დერბის წინ, ჟურნალისტებთან “როხიბლანკოს” შემტევმა, ანტუან გრიზმანმა ისაუბრა.

“ხალხი ახალ სტადიონზე დიდი ენთუზიაზმით მოვა. მნიშვნელოვანი თამაშია, როგორც ფანებისთვის, ასევე კლუბისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად. პირადად მე, ასეთ დაპირისპირებებში ვცდილობ, რომ ბოლომდე დავიხარჯო, გუნდს დავეხმარო და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.”

“რეალთან” მწარე გამოცდილებაც გვაკავშირებს. თუმცა, წაგებული შეხვედრების დადებითი ისაა, რომ იქიდანაც რაღაცას სწავლობ. ლა ლიგაში ნამდვილად არსებობს პრობლემები, თუმცა ვეცდებით ისინი აღმოვფხვრათ. ამისთვის, როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელი მომართულნი ვართ. დაცვა შესანიშნავად თამაშობს, შეტევაში ცოტა იღბალი გვინდა და ყველაფერი მოგვარდება,” – ამბობს ფრანგი.