15-წლამდე ნაკრების პირველი მატჩი ოთხთა ტურნირში

საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნურის პირველი მატჩი მასპინძელ თურქეთთან ჩაატარა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი 0:1 დამარცხდა.

ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს 25 აპრილს შეხვდება.

თურქეთთან მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ხარატიშვილი, ვაზაგაშვილი, მოსიაშვილი, კვაშილავა, გულიაშვილი, ფერცულიანი, ონიანი, თაგორაშვილი, თურაზაშვილი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: თელია, კიტია, ავალიანი, გოჩიაშვილი.

Gff.Ge

ოთხთა ტურნირი თურქი ახალგაზრდების გამარჯვებით დასრულდა

თბილისის ოთხთა საერთაშორისო ტურნირი 15-წლამდე ნაკრებებს შორის თურქეთის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები კი 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

მესამე ტურის მატჩები „ბენდელას“ სტადიონზე ჩატარდა. ლიტვამ 1:0 დაამარცხა ბელარუსი და 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ბელარუსი კი 0 ქულით მეოთხეზე დარჩა.

გადამწყვეტ მატჩში თურქეთმა საქართველოსთან 5:0 მოიგო და 9 ქულით ლიდერობა არავის დაუთმო, ხოლო გიორგი ჩიტაურის გუნდი, რომელმაც იქამდე ლიტვას (6:0) და ბელარუსს (2:1) სძლია, ვერცხლს დასჯერდა.

Gff.Ge

საერთაშორისო ოთხთა ტურნირი

5-8 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით თბილისი ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს 15-წლამდე ნაკრებებს შორის.

მატჩები 5, 6 და 8 დეკემბერს გაიმართება. მონაწილეები კი საქართველოს 15-წლამდე ნაკრების გარდა, თურქეთი, ბელარუსი და ლიტვა იქნებიან.

ტურნირის განრიგს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ.