პეპ გვარდიოლა: “გაბრიელ ჟესუსი ეტო’ოს მაგონებს”

“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა თავამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი შესანიშნავ ფორმაშია. ბრაზილიელმა პრემიერ ლიგის ათ თამაშში შვიდი გოლის გატანა მოახერხა.

“ქალაქელთა” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ოცი წლის ფეხბურთელზე ისაუბრა.

“ის ეტო’ს მაგონებს. ეს მაშინ ჩანს, როცა პრესინგს ვთამაშობთ და გაბრიელი ამას ისე აკეთებს, როგორც ვერავინ გუნდში. ხოლო, საჯარიმოში კი ის ყოველთვის გამტანია. ბედნიერებაა, როცა ასეთი ფორვარდი გყავს – იგი შანსების უმეტესობას იყენებს. ვფიქრობ, ის ბურთით ზედმეტად ბევრს დარბის. როცა ამას მოუკლებს, გაბრიელი ძალიან დამესგავსება თავის თანამემამულეს, რონალდოს,” – აცხადებს პეპი.