TOP 5 მატჩი, რომელიც ამ უიქენდზე არ უნდა გამოტოვოთ!

სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურტელები თავიანთ გუნდებს უბრუნდებიან და მოალოხლოებული შეხვედრებისთვის აქტიურად ემზადებიან. ჩვენი საიტი კი, როგორც წესი უიქენდის საუკეთესო 5 შეხვედრას გთავაზობთ, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ.

“არსენალი” – “ტოტენჰემი” (18 ნოემბერი; 16:30)

ინგლისის პრემერ ლიგაში საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და თითოეული შეხვედრა გუნდებსითვის ბევრს ნიშნავს. მეთორმეტე ტურში ლონდონში თანაქალაქელები “არსენალი” და “ტოტენჰემი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი გარკვეული საკადრო პრობლემებით ხვდება აღნიშნულ შეხვედრას. აჟამად ტოტენჰემს” 23 ქულა აქვს და მეორე-მესამე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება მეთოფეებს, ისინი 19 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილზე არიან და “ჩელსისთან” ჩამორჩენა, მხოლოდ 3 ქულაა.

“ლევერკუზენი” – “ლაიფციგი” (18 ნოემბერი; 18:30)

მიმდინარე სეზონში “ლაიფციგი” ისევ კარგ ფორმაშია და იდეალურ ფეხბურთს სთავაზობს გულშემატკივარს, ისინი მეორე პოზიციას იკავებენ და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან “ბაიერნს”. რაც შეეხება “ლევერკუზენს”, 2017-2018 წლების სეზონის სტარტი გუნდმა ჩააგდო, მაგრამ ბოლო პერიოდში გუნდმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და 10 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. ბუნდესლიგის მოყვარულები ნამდვილად კარგ შეხვედრას იხილავენ “ბაი არენაძე”.

“ნაპოლი” – “მილანი” (18 ნოემბერი; 23:45)

ნეაპოლელები მიმდინარე სეზონში მართლაც საუცხოოდ გამოიყურებიან და სერია ა-ს სათავეში იმყოფებიან, რასაც ვერ ვიტყვით “მილანზე”. ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დროს გუნდში დიდი ინვესტიცია ჩაიდო, მაგრამ მონტელას გუნდი ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს, თუმცა “სამპაოლიზე” შეკრებული ქომაგი უშეღავათო ბრძოლას იხილავს.

“ატლეტიკო” – “რეალი” (18 ნოემბერი; 23:45)

ხვალ “ატლეტიკო” “რეალს” უმასპინძლებს. “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდული დერბი პირველად ჩატარდება, ამიტომაც აღნიშნული ფაქტი ამ ისედაც განსაკუთრებულ მატჩს უფრო საინტერესოს ხდის. ორივე გუნდისათვის სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ზიდანისა და სიმეონეს გუნდები ნელ-ნელა საუკეთესო კონდიციებში შედიან. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ხვალ მადრიდისკენ იქნება მიპყრობილი.

ბოლოს კი ტრადიციულად Fanebi.Com ვიქენდის გამორჩეულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ლიგიდან გთავაზობთ.

“ჩიხურა” – “ტორპედო” (18 ნოემბერი; 16:00)

ეროვნული ლიგა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრი რამაა. “ტორპედო” პირველი ადგილისთვის იბრძვის, ამიტომაც ქუთაისელთათვის თითოეულ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რასაც ვერ ვიტყვით საჩხერის “ჩიხურაზე”, რადგან ზემო იმერლებს ჩემპიონატში ბევრი გასარკვევი აღარაფერი დარჩათ, ისინი დავით ყიფიანის სახელობის თასისათვის ემზადებიან, სადაც მათი მეტოქე სწორედ ქუთაისის “ტორპედო” იქნება. შეიძლება ითქვს, რომ ხვალინდელი შეხვედრა ფინალის გენერალური რეპეტიციაა. მატჩი “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” 16:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტრანსილირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.