ჭანტურიშვილის “სპარტაკი” “სლოვანთან” დამარცხდა

დღეს სლოვაკეთში სუპერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები შედგა.

ერთ-ერთ მატჩში ბრატისლავას “სლოვანმა” ტრნავას “სპარტაკი” მიიღო. საკმაოდ დაძაბული მატჩი ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი მე-14 წუთზე დედაქალაქელთა ვეტერანი შემტევი, 33 წლის ფილიპ ჰოლოსკო გახდა. საბოლოოდ, “სლოვანმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

როგორც იცით, “სპარტაკის” შემადგენლობაში ქართველი მოთამაშე, ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოდის. მან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მე-18 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. საბოლოოდ, იგი 77-ე წუთზე შეცვალეს.

ამ მარცხის შემდეგ ტრნავას გუნდის 37 ქულით პირველ პოზიციაზეა.

ჯაბა ჯიღაურის გამარჯვება “პელისტერთან”

დღეს მაკედონიის პირველ ლიგაში მე-16 ტურის მატჩები ჩატარდა.

სკოპიეში, “ტელეკომ არენაზე” “ვარდარმა” “პელისტერი” მიიღო. არც ისე სანახაობრივ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. მისი ავტორი დედაქალაქელთა ფეხბურთელი, ვისარ მუსლიუ გახდა. 23 წლის მაკედონიელმა 65-ე წუთზე გაიტანა “ვარდარის” გამარჯვების გოლი.

ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნახევარმცველმა, ჯაბა ჯიღაურმა. მან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს. მის მაგივრად მოედანზე სომეხი ლეგიონერი, ბარსეღიანი გამოვიდა.

ამ მოგების შემდეგ ჯიღაურის გუნდი 29 ქულით მეორე პოზიციაზეა.