ზლატან იბრაჰიმოვიჩი მძიმე ტრავმის შემდეგ, მოედანს ახალი ამბიციებით დაუბრუნდა. შვედი მოთამაშე აცხადებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ამ სეზონში, როგორც პრემიერ ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსები აქვს.
“ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, მოხდეს. გასულ სეზონზე ძლიერები ვართ. სწორედ ამიტომ, ინგლისის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. სწორედ ესაა ამ სეზონის მიზანი; მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და აღვმართოთ თასები. სრულიად წარმოსადგენია, რომ “სიტის” დავეწიოთ და ცხრილშიც დავწინაურდეთ.”
“ამ კვირაში მწვრთნელი ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მას გუნდი სრული შემადგენლობით ჰყავდა თავის განკარგულებაში. მან იცის, რასაც აკეთებს. ჟოზე თავდაჯერებულია მაშინ, როცა ბევრი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს. მას აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი,” – აცხადებს “იბრა”.