ვუჩინიჩმა “ზენიტს” უარი უთხრა

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდფმა მირკო ვუჩინიჩმა სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” გადასვლაზე უარი თქვა.

მონტენეგროელს ტურინის დატოვება მუდმივი სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო სურს. ვუჩინიჩის ტრანსფერი მილანის “ინტერში” ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლო მომენტში ჩიაშალა.

“ინტერის” გარდა ვუჩინიჩისადმი ინტერესს რამოდენიმე კლუბი იჩენდა, თუმცა კონკრეტული შეთავაზება მხოლოდ “ზენიტმა” გააკეთა და ფეხბურთელისგან უარიც მიიღო. ვუჩინიჩს კვალვ “ინტერში” სურს თამაში.

“მონაკო” ჰალკის და ვუჩინიჩის ტრანსფერებს განიხილავს

“მონაკოს” ხელმძღვანელობა ფორვარდის დამატებას აპირებს, რაც რადამელ ფალკაოს ტრავმით არის გამოწვეული. მოგეხსენებთ, კოლუმბიელი მძიმედ დაშავედ და სავარაუდოდ ბრაზილიაში გასამართ მუნდიალსაც გამოტოვებს. ფრანგული პრესის ცნობით, “მონაკოს” ბოსები ჰალკის და მირკო ვუჩინიჩს ვარიანტებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა “მონაკომ” “ანჟიდან” შეძენილი ლასინა ტრაორე “ევერტონში” იჯარით აღარ გაუშვას.

ტოჰირი: ”ვუჩინიჩი – გუარინის ტრანსფერი მე ჩავშალე”

მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა ვუჩინიჩი-გუარინის არშემდგარი ბარტერის შესხაებ განცხადება გააკეთა

ტოჰირი: ”დიახ,გადაწყვეტილება მე შევცვალე და ჩავშალე ვუჩინიჩი – გუარინის ტრანსფერი გაოფიციალურებამდე რამდენიმე წუთით ადრე. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია, ვინაიდან ”ინტერისთვის” უმჯობესი იქნება თუ გუარინი ”ნერაძურიში” დარჩება. ჩვენ ეს ფაქტი უნდა დავივიწყოთ და ვეცადოთ ისეთი ფეხბურთელების შეძენას , რომელიც გუნდს გამოადგება. ”