დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” დორტმუნდის “ბორუსიას” ესტუმრა და მეტოქე ანაგრიშით, 2-1 დაამარცხა. ამ სამი ქულით ლონდონელებმა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა გაინაღდეს.
პრინციპული შეხვედრის შემდგე, ჟურნალისტებს “სპურსების” ფორვარდი, ჰარი კეინი ესაუბრა.
“ეს დაუჯერებელი ღამეა ჩვენთვის, ფანებისთვის, კლუბისთვის. საკმაოდ რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ლიგის დაწყების წინ, ყველამ ჩამოგვწერა. მათ ეგონათ, რომ მერვედფინალში ვერც მეორე ადიგლიდან გავიდოდით. თუმცა, ჩვენი რეალური ძალა ვაჩვენეთ.”
“როცა გოლი გაგვიტანეს, საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნიდთ. თუმცა, ვიცოდით, რომ მომენტები გამოგვიჩნდებოდა და თუ ერთს მაინც გამოვიყენებდით, შემდეგ იქნებოდა იმის შანსი, რომ ლიდერის სტატუსით დაგვემთავრებინა ჯგუფში ასპარეზობა. საბოლოოდ, შეხვედრას საოცარი დასადრული ჰქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ!” – აცხადებს კეინი.