Top 5 მატჩი, რომელიც ამ უიქენდზე არ უნდა გამოტოვოთ

გთავაზობთ უიქენდის გამორჩეულ 5 შეხვედრას, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვოთ.

“ლივერპული” – “ჩელსი” (25 ნოემბერი; 21:30)

პრემიერ ლიგა დაძაბული და საინტერესო მატჩებით გვანებივრებს გამონაკლისი არც მე-13 ტურია: ამჯერად “ლივერპული” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებს და ესპანეთში “სევილიასთან” კატასტროფული მეორე ნახევრის შემდეგ გულშემატკივრის წინაშე რებილიტაციას შეეცდება. თავის მხრივ ლონდონელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ სტაბილურად თამაშობენ.

“დორტმუნდი” – “შალკე” (25 ნოემბერი; 18:30)

დორტმუნდელთათვის მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და გუნდი კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ბოლო 5 შეხვედრაში პეტერ ბოშის გუნდი 4-ჯერ დამარცხდა. თუმცა “შალკესათვის” პოლო პერიოდში ყველაფერი კარგად მიდის და ამჟამად 23 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. უნდა აღნიშნოს, რომ მეორე და მეექვსე ადგილებს შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა, ამიტომაც “სიგნალ იდუნა პარკზე” ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

“მონაკო” – “პსჟ” (27 ნოემბერი; 00:00)

საფრანგეთის 1-ში ხშირად ვერ ნახავთ ისეთ დაძაბულ მატჩს, როგორც ეს ამ ტურში მოხდება. წინა წლის ჩემპიონი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “მონაკო” “პარი სენ-ჟერმენს” მასპინძლობს. მიმდინარე სეზონში პარიზელები საუკეთესო ფორმაში არიან, გუნდი როგორც შიგა, ასევე ევროპის მასშტაბით გამართულ ტურნირებზე საუცხოო სანახაობას გვთავაზობს. აქედან გამომდინარე ფრანგული ფეხბურთის მოყვარულებს ამ შეხვედრის გამოტოებას არ გირჩევთ.

“ვალენსია” – “ბარსელონა” (26 ნოემბერი; 23:45)

სეზონის დასაწყისში “ვალენსიას” ამგვარ თამაშს არავინ ელოდა, ღამურები ლა ლიგაში მეორე ადგილზე არიან და 4 ქულით მათ მეტოქეს ჩამორჩებიან. გარსიას გუნდს მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მსგავსად არცეთი შეხვედრა არ წაუგია, ამიტომაც “მესტალიაზე” გუნდები უშეღავათო ბრძოლას გამართავენ. მასპინძელთათვის ეს ძალიან კარგი შანსია, რათა პირველ ადგილს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.

ტრადიციულად, ჩვენი საიტი ბოლო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ლიგიდან გთავაზობთ, რომელიც დასასრულს მიუახლოვდა.

“დინამო” – “ტორპედო” (26 ნოემბერი; 17:00)

ეროვნული ლიგის 36-ე, ბოლო ტურში, “დინამო არენაზე” საქართველოს რანგით პირველი დივიზიონის 2017 წლის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ისე მოხდა, რომ ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილოსანი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ქართულ “ელ კლასიკოდ” შერაცხულ შეხვედრას 26 ნოემბერს კიდევ ერთი დიდი ინტრიგა დაემატება, ამიტომაც ქართველ გულშემატკივარს ამ გამოტოვებას არ ვურჩევთ. ამჟამად გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულაა, ამიტომაც ქუთაისლებს ჩემპიონობისათვის, მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ.