13-წლამდე “რეგიონთა თასის” გათამაშებაში გამარჯვება კვლავ თბილისმა მოიპოვა

25 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა ცენტრმა ლაგოდეხში 13-წლამდე რეგიონთა თასის გათამაშების ფინალს უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს იმერეთისა და თბილისის 2004 წლამდე დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რეგიონული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში თბილისელებმა იმერლები დამაჯერებლად დაამარცხეს და “რეგიონთა თასის” 2017 წლის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვეს. მესამე და მეოთხე ადგილებზე, შესაბამისად აფხაზეთისა და იმერეთის რეგიონული ნაკრებები გავიდნენ.

“რეგიონთა თასი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ფიფას მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელთა სელექციისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პლატფორმის შექმნაა. 13 წლამდე რეგიონულმა ნაკრებებმა პირველად 2016 წელს იასპარეზეს. წელს 13-წლამდე გათამაშებაში ქვეყნის 13 რეგიონული ნაკრები მონაწილეობდა.

ფინალური დაპირსპირების შემდეგ გამარჯვებული გუნდი, ფინალისტი და 3-4 ადგილის მფლობელი გუნდები, ასევე გამორჩეული ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკა ჯღარკავამ დააჯილდოვეს.

Gff.Ge