“კიოლნის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანული კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პიტერ შტეგერი გაანთავისუფლეს.
შტეგერი “კიოლნის” ფეხბურთელებს გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის მატჩის შემდეგ დაემშვიდობა, რომელშიც მისმა გუნდმა “შალკეს” არაფერი დაუთმო და ერთი ქულაც მოიპოვა (2:2).
ცნობილია ისიც, თუ ვინ გაწვრთნის “კიოლნს” უახლოეს მომავალში – ახალგაზრდული კლუბის თავკაცი შტეფან რუტენბეკი. მისი დამხმარე მწვრთნელი კი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, კევინ მაკკენი იქნება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ბუნდესლიგის 14 ტურში შტეგერის მეთაურობით გერმანულმა კლუბმა მხოლოდ სამი ქულის მოპოვება შეძლო. ევროპა ლიგაზე კი “კიოლნმა” უკვე დაკარგა 1/16-ფინალებში თამაშის თეორიული შანსი.