ბუნდესლიგა II-ის ახალი სეზონის მოახლოება “კიოლნის” ათი ათასობით ფანმა იზეიმა (ვიდეო)

გერმანულმა “კილნმა” ბუნდესლიგა II-ის ახალი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, სადაც ახალი ფეხბურთელების წარდგენა და ფანებთან გასაუბრება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგიდან გავარდნის მიუხედავად ღონისძიებას “კიოლნის” 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

“კიოლნმა” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

“კიოლნის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანული კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პიტერ შტეგერი გაანთავისუფლეს.

შტეგერი “კიოლნის” ფეხბურთელებს გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის მატჩის შემდეგ დაემშვიდობა, რომელშიც მისმა გუნდმა “შალკეს” არაფერი დაუთმო და ერთი ქულაც მოიპოვა (2:2).

ცნობილია ისიც, თუ ვინ გაწვრთნის “კიოლნს” უახლოეს მომავალში – ახალგაზრდული კლუბის თავკაცი შტეფან რუტენბეკი. მისი დამხმარე მწვრთნელი კი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, კევინ მაკკენი იქნება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბუნდესლიგის 14 ტურში შტეგერის მეთაურობით გერმანულმა კლუბმა მხოლოდ სამი ქულის მოპოვება შეძლო. ევროპა ლიგაზე კი “კიოლნმა” უკვე დაკარგა 1/16-ფინალებში თამაშის თეორიული შანსი.

კარიკატურა: დამარცხება თუ “კიოლნის” მაისურით “არსენალთან” ტკბილი გამარჯვება?

ხუთშაბათს “კიოლნმა” ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში ლონდონის “არსენალი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება იზეიმა გერმანელთა ამჟამინდელმა და ინგლისელთა ყოფილმა შემტევმა, ლუკაშ პოდოლსკიმ.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

“კიოლნმა” “არსენალს” ბოდიში მოუხადა

გერმანული “კიოლნის” ხელმძღვანალები “არსენალს” ბოდიშს უხდიან ლონდონში გერმანელი გულშემატკივრების მიერ გამოწვეული ქაოსური მდგომარეობის გამო და ამავდროულად ინგლისური კლუბს გარკვეულ ხარვეზებზეც მიუთითებენ.

გერმანული კლუბმა ბოლო ოცი წლის მანძილზე პირველად იასპარეზა ევროპულ სარბიელზე. სადებიუტო მატჩი “კიოლნმა” ლონდონში, “არსენალის” წინააღმდეგ გამართა, სადაც კლუბს 20 000 ფანი წაყვა. გერმანელი გულშემატკივებისთვის კი მხოლოდ 3 000 ადგილი იყო გამოყოფილი 60 000-იანი “ემირეიტსიდან”.

ფანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ადგილი “არსენალის” გულშემატკივართა სექციაში დაიკავა, რამაც არეულობა გამოიწვია და მატჩი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო (3-1).

“ბილეთებზე ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, აქიდან გამომდინარე, შეიძლებოდათ, რომ მოედანზე “კიოლნის” ფანებისთვის 5%-ზე უფრო დიდი ადგილი გამოეყოთ. ბუნებრივი იყო, რომ ისინი ყველანაირად ეცდებოდნენ ბილეთის ხელში ჩაგდებას, რაშიც დახმარება მასპინძლებმაც გაუწიეს. “არსენალის” ზოგმა ფანმა უფასოდ აჩუქა გერმანელ სტუმრებს ბილეთები, ზოგმა კი საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.

“კიოლნი” ბოდიშს უხდის ინგლისურ კლუბს ამ ყველაფრის გამო, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ფანები სტიუარდებსა და პოლიციელებს უმიზეზოდ არ შეუტევდნენ. ჩვენი აზრით, დიდი გამოცდილების მიუხედავად, სტადიონის დაცვა მოუმზადებელი შეხვდა ამ მატჩს,” – ვკითხულობთ ოფიციალუ განცხადებაში.

კურიოზი “გლადბახისა” და “კიოლნის” მატჩში (ვიდეო)

“კიოლნისა” და “გლადბახის” გუნდებს შორის გამართულ მატჩში საკმაოდ კურიოზული მომენტი დაფიქსირდა.

მატჩის 75-ე წუთზე “გლადბახის” მთავარმა მწვრთნელმა, დიტერ ჰეკინგმა მოედნიდან ჰოფმანი გაიყვანა, თუმცა ის სათადარიგოთა სკამზე ისე დაჯდა, რომ სავარჯიშო ფორმა არ გადაუცვამს, რამაც ჰეკინგი მეტად დააბნია.

შეცვლიდან 5 წუთის შემდეგ “ბორუსიამ” გოლი გაიტანა. ჰეკინგს კი იმდენად გაუხარდა ეს, რომ შეცვლილ ჰოფმანს დაუწყო ახალი მითითებების მიცემა. ცოტა ხანში კი ის ყველაფერს მიხვდა…

“კიოლნმა” ჩინური კლუბის 50 მილიონიანი წინადადება უარყო

გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ჩინური “ტიანცზინ ციუანცზიანის” უფროსებმა “კიოლნის” ფორვარდის, ანტონი მოდესტის გადაბირება სცადეს.

წყაროს ცნობით, ჩინელები მზად იყვნენ, ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გადაეხადათ გერმანული კლუბისათვის.

“ჩვენ არაერთხელ ვუთხარით მათ უარი, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ მოლაპარაკებებს.

საბოლოო ჯამში, ამან აგრესიული ხასიათი მიიღო. ჩვენ ჩვენი ღირსებები გაგვაჩნია, რომელთაც პატივი უნდა სცენ,” – აცხადებს კლუბის სპორტული დირექტორი, იოგრ შმადტკე.

გიორგი ჭანტურიას მიმართ ინტერესს ბუნდესლიგის ორი კლუბი იჩენს

გერმანული “დუისბურგის” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, მალე ბუნდესლიგაში ვიხილოთ. derwesten.de-ს ცნობით, 22 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “კიოლნი” და ბრემენის “ვერდერი” იჩენენენ.

ჭანტურია “დუისბურგის” რიგებში ჩატარებულ ბოლო შეხვედრებში კარგად გამოიყურება და ის თავის გუნდში საუკეთესოა, რითაც მან ბუნდესლიგის კლუბების ყურადღება მიიპყრო.

შგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წევრი “დუისბურგში” 2015 წლის სექტემბერში ჩაირიცხა. მან მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო.

რობენი: „კიოლნი“ ათი კაცით იცავდა თავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა „კიოლნთან“ ანგარიშით 4:0 მოგებული მატიჩ შეაჯამა.

„კიოლნი“ თავს ათი კაცით იცავდა. ისინი კარგად თამაშობდნენ, ჩვენთვის პირველი გოლის გატანა ადვილი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც შესვენების წინ 2:0 იგებ“, – ციტირებს ჰოლანდიელს „ბაიერნის“ ოფიციალური საიტი.

მოდესტმა”ჰოფენჰაიმი” “კიოლნზე” გაცვალა

“ჰოფენჰაიმის” ოფიციალური ვეგვერდის ცნობით კლუბის ფორვარდი ანტონი მოდესტე “კიოლნში” გააგრძელებს კარიერას. ტრანსფერის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

“მადლობა “ჰოფენჰაიმის” ხელმძღავანელობას ბუნდესლიგაში თამაშის საშუალებისთვის. მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ორი წელი გავატარე და ახლა ახალ გამოწვევებს ველი” – განაცხადა 27 წლის შემტევმა.

გასულ სეზონში მოდესტემ ბუნდესლიგის 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა. 2 გოლიც ფრანგმა თასზე გაიტანა.

პოდოლსკი: “კიოლნში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ”

ლონდონის “არსენალის” ფორვარდი, ლუკას პოდოლსკი, გერმანულ “კიოლნში” დაბრუნებას არ გამორიცხავს.

“არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში “კიოლნს” დავუბრუნდები. ეს კლუბი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ყოველთვის ვამბობდი, რომ მოედანზე 10-ნომრიანი მაისურით გასვლა და კლუბის ჰიმნის მოსმენა კვლავ მსურს. ეს ჩემი ოცენბაა, რომელიც იმედია მალე რეალობა იქნება” – განაცხადა პოდოლსკიმ.

პოდოლსკი ფილმში გადაიღეს

“არსენალისა” და გერმანიის ნაკრების ფორვარდმა ლუკაშ პოდოლსკიმ საკუთარი თავი მსახიობის როლშიც გამოცადა, კერძოდ კომედიურ ფილმ “მაჩოში”.

Goal.com–ის ინფორმაციით ლუკაშმა მონაწილეობა მორიც ნეტეიანკობას ნოველის მიხედვით გადაღებულ ფილმ “მაჩოში” მიიღო და Macho-Men–ის როლი მოირგო.

“ფილმში მოვლენები ვითარდება ჩემს მშობლიურ ქალაქ კიოლნში. იქ სადაც დავიბადე, გავიზარდე და პროფესიონალ ფეხბრუთელად ჩამოვყალიბდი. ფილმი ძალიან სახალისო გამოვიდა. პრემიერას მოუთმენლად ველი.”–განაცხადა პოდოლსკიმ

“კიოლნი” 2:1 “ბორუსია” (გოლები)

ბუნდესლგის 8-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ამჯერად კიოლნში “რაინ ენერჯი სთედიუმზე” ადგილობრივი “კიოლნი” დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 2:1 სძლია. ეს დორტმუნდელთა ზედიზედ მესამე წაგებაა. ამ სეზონში კლოპის გუნდს ძალიან დიდი ჩავარდნა აქვს. “ყვითლები” ბუნდესლიგაში 7 ქულით მეთოთხმეტე ადგილზე არიან.

გოლები: 39′ ფოგტი, 48′ იმობილე, 74′ ცოლერი.