პულისიჩი: “სანტიაგო ბერნაბეუ” გასაოცარი სტადიონია”

როგორც მოგეხსენებათ, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის “რეალი” “დორტმუნდის ბორუსიას” უმასპინძლებს და ჯგუფში ყველაფერს გაარკვევს.

ოთხშაბათს გასამართი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშნველოვანია ახალგაზრდა კრისტიან პულისიჩისთვის, 19 წლის ამერიკელ ფეხბურთელს გულემატკივრისთვის ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მანამდე კი, მან ჟურნალისტებთან “რეალთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული წინა წლის შეხვედრა გაიხსენა და ამ სტადიონზე ისაუბრა: “ბერნაბეუზე თამაში ჩემთვის ყველაზე რთულია. წინა წელს ამ სტადიონზე გამართული შეხვედრა ჩემთვის საშიში იყო, მაგრამ ამავდროულად მხიარული. “სანტიაგო ბერნაბეუ” გასაოცარი სტადიონია“, -აცხადებს კრისტიან პულისიჩი.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს “დორტმუნდის ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა, პულისიჩი კი გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც “ბერნაბეუზე” ითამაშა.