2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა ცნობილია

დღეს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ 2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს. შეხვედრები სამ სხვადასხვა ქალაქში გაიართება: ბეზიეში, პერპენიანში და ნარბონში.

ტურნირზე, როგორც წესი 5 სათამაშო დღე იქნება და მატჩები -3 მაისს, 3 ივნის, 7 ივნის, 12 ივნის და 17 ივნის გაიმართება.

რაც შეეხება ტურნირზე მონაწილე 12 გუნდს ისინი სამ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, იაპონია.
B ჯგუფი: ინგლისი, შოტლანდია, იტალია, არგენტინა.
C ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ირლანდია, საქართველო.

სარაგბო დაპირისპირებებს, სტად ამ ჟიღალი (პერპენიანი), სტად დე ლა მედიტეღანი (ბეზიე) და სტად დე სპორტი (ნარბონი) უმასპინძლებს.