ფედერაციის პრეზიდენტი: “ბენზემასთვის საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება რთული იქნება”

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ პრესასთან საფრანგეთის ნაკრებში კარიმ ბენზემას დაბრუნების შესაძლებლობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი რამ ნაკლებად სავარაუდოა.

“ყრუ ან ბრმა უნდა იყო, რომ ვერ გაიგო, თუ რა სიტუაციაა ახლა ნაკრებში – ბენზემას დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ჩემ აზრით, ამ საკითხზე დავა არ ღირს.

ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ გუნდში ისედაც ბევრი ნიჭიერი თავდამსხმელია და შეტევის ხაზის პრობლემა ბოლო დროს ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში.

დეშამი ხშირად იძახებდა მას ნაკრებში, მაშინაც კი, როდესაც ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა,” – აცხადებს ნოელი.