ხუანფრანი: “თუ მწვრთნელი მეტყვის, რომ ევროპის ლიგის ფინალში პენალტი დავარტყა…”

2016 წელს ხუანფრანის გაცუდებული თერთმეტმეტრიანი გახდა იმის მიზეზი, რომ მადრიდის “ატლეტიკომ” “რეალთან” ჩეპიონთა ლიგის ფინალში პენალტების სერია წააგო. გავიდა ორი წელი და “როხიბლანკო”, ამჯერად, ევროპა ლიგის ფინალშია, სადაც მარსელის “ოლიმპიკს” დაუპირისპირდება. ესპანელ მარჯვენა მცველს ჰკითხეს, დაარტყამს თუ არა ის პენალტს, ფინალში.

“მწვრთნელი თუ მეტყვის, რომ მეც უნდა მივიღო მონაწილეობა თერთმეტმეტრიანების სერიაში, ამას გავაკეთებ. “ატლეტიკოში” რაც ვთამაშობ, სულ ორჯერ დავარტყი პენალტი. პირველი მათგანი იყო “პსვ”-სთან შეხვედრა, რომელიც  ის გამოვიყენე. ხოლო, მეორე “რეალთან” ფინალში, რომელიც ძელს მოვარტყი და სამწუხაროდ, მან ბურთი კარისკენ არ აისხლიტა. თუმცა, ახლა არანაირი შიში არ მაქვს და თუ საჭირო იყო, კიდევ ერთხელ შევასრულებ ამ დარტყმას,” – ამბობს ხუანფრანი.

ხუანფრანი მადრიდის “ატლეტიკოში” კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს

მადრიდის “ატლეტიკომ” გუშინ ევროპა ლიგის მეოთხედფინაშლი ლისაბონის “სპორტინგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან სასაუბროდ “როხიბლანკოს” მარჯვენა მცველი, ხუან ფრანცისკო ტორეს ბელენი, იგივე ხუანფრანი წარსდგა. 33 წლის ფეხბურთელმა, შეხვედრის შეფასების შემდეგ, თავის მომავალზეც ისაუბრა.

“მინდა, “ატლეტიკოში” განვაგრძო ჩემი კარიერა. კონტრაქტს ერთი წლით გავახანგრძლივებ და ეს საკითხი ძალიან მალე, მარტივად მოგვარდება,” – აცხადებს ხუანფრანი.

ხუანფრანი: “ყველამ იცის, ოქროს ბურთი გრიზმანმა რომ უნდა მოიგოს”

ხუანფრანი თვლის, რომ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, რომელსაც ოქროს ბურთიც მოჰყვება, ანტუან გრიზმანს უნდა მიანიჭონ და არა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის შემდეგ ამ ინდივიდუალურ ჯილდოს მესი და რონალდუ იყოფენ.

“კარგა ხანია, რაც ამ კითხვისთვის ვარ მომზადებული (არის თუ არა მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი), რამეთუ ვიცოდი, რომ თქვენ ამას შემეკითხებოდით.

ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ მათ შორის არჩევანი გაკეთება საჭირო არ იყო – არც ერთია მეორეზე მაგარი და არც პირიქით. ჩემთვის, საუკეთესო ჩემი თანაგუნდელია.

ოქროს ბურთი გრიზმანს უნდა მისცენ, ეს ყველასათვის ნათელია.”

ხუანფრანი: “რეალთან მატჩის დროს მხოლოდ რონალდუზე არ ვიფიქრებ”

“ატლეტიკოს” მცველმა, ხუანფრან ტორესმა განაცხადა, რომ “რეალთან” შეხვედრის დროს მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს განეიტრალებაზე არ იფიქრებს.

“ჩემი ყურადღება მხოლდო რონალდუსკენ არ იქნება მიმართული. ამოცანა კარის მშრალად შენახვაა. “რეალათან” შეხვედრების დროს მთავარია, რომ შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. მათ შემადგენლობაში ყველა ფეხბურთელი სახიფათოა. მე კი დაცვაშიც და შეტევაშიც კარგი თამაში უნდა ჩავატარო” – განაცხადა ხუანფრანმა.

შეგახსენებთ, რომ “ვისენტე კალდერონზე” ჩატარებული ამ გუნდების პირველი მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ხუანფრანმა „არსენალის“ ორი წინადადება უარყო

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ხუანფრანის თქმით, მას ლონდონის „არსენალში“ გადასვლის შანსი ჰქონდა.

გასულ წელს „მეთოფეები“ მადრიდელებთან მოლაპარაკებებსაც იწყებდნენ, თუმცა ბოლოს ყურადღება მატიე დებუშიზე გადაიტანეს.

„ატლეტიკოს“ ჩემი გაშვება არ სურდა და დარჩენაც მთხოვა. გული მკარნახობდა, რომ არ უდნა წავსულიყავი, შესაბამისად, „არსენალის“ ორი წინადადება ვუარყავი“, – განაცხადა ხუანფრანმა.

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა ნეიმარი “დატროლა” (ვიდეო)

28 იანვარს, ესპანეთის თასზე მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უჩვენა ხუანფრანმა ნეიმარს შვიდი თითი. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები გერმანიასთან ანგარიშით 1:7 დამარცხდა.

ხუანფრანის სახალისო ავტოგოლი (ვიდეო)

ესპანეთის თასის მატჩი ლევანტესა და ბარსელონას შორის საკმაოდ სახალისო ავტოგოლი გავიდა, რომლის ავტორიც ხუანფრანი გახდა.