იტალიური “მილანის” ნახევარმცველმა, ანტონიო ნოჩერინომ ინგლისურ “ვესტ ჰემთან” პირადი დეტალები შეათანხმა და სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა მილანი უკვე დატოვა და “ვესტ ჰემთან” კონტრაქტს მალევე გააფორმებს.
ჯერ-ჯერობით, ნოჩერინოს ირგვლივ გავრცელებულ ამბებს, არცერთი მხარე არ ადასტურებს, მაგრამ სავარაუდოდ, ყველაფერი დღეს მოგვარდება.
შეგახსენებთ, რომ ნოჩერინო “როსონერის” 2011 წელს, “პალერმოდან” შეუერთდა.