გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. როგორც გაირკვა, “პარი სენ-ჟერმენი” ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულს, მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.
კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პარიზელთა პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ.
“ჩვენ დიდ პატივს ვცემთ “რეალ მადრიდს”. ის ნამდვილად ღირსეული მეტოქეა. შესაბამსიად, წინ ორი დიდი მატჩი გველის. ვფიქრობ, ფანები დაძაბულ და მაგიურ თამაშს იხილავენ. როგორც მადრიდში, ასევე პარიზში დიდი სანახაობა გველის. როგორც ყოველთვის ვამბობ, ახლაც ვიტყვი, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად მზად ვართ. ახლაც იმავეს გავიმეორებ, რომ “რეალს” სატანადო წინააღმდეგობას გავუწევთ,” – აცხადებს ალ ხელაიფი.