უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები დაასახელა (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა 2017-2018 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და გაირკვა იმ 16 გუნდის ვინაობა, რომლებიც 1/8 ფინალში იასპარეზებენ.

უეფას ოფიციალურმა საიტმა კი ჯგუფური ეტაპის დროს საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

მეკარე: არეოლა (“პსჟ”).
მცველები: კურზავა (“პსჟ”), ბლინდი (“იუნაიტედი”), ლენგი (“ბაზელი”), სტოუნსი (“სიტი”), დანი ალვეში (“პსჟ”).
ნახევარმცველები: აზარი (“ჩელსი”), კოუტინიო (“ლივერპული”).
თავდამსხმელები: ნეიმარი (“პსჟ”), ფირმინიო (“ლივერპული”), რონალდუ (“რეალი”).