ზუმას ტრავმა არც ისე მარტივია – ფრანგი “ვესტ ჰემთან” იუქმებს

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, კურტ ზუმამ, რომელიც ამჟამად “სტოკ სიტიშია”, პრემიერ ლიგის მეჩვიდმეტე ტურში,”ბარნლის” წინააღმდეგ, მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო. მინიმალური ანგარიშით წაგებული დაპრისიპირების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ჰიუზმა განაცხადა, რომ ფრანგის დაზიანება არც ისე სერიოზული იყო და ის უიქენდზე გუნდს დაუბრუნდებოდა.

როგორც ირკვევა, უელსელი სპეციალისტი მართალი არ აღმოჩნდა. 23 წლის ცენტარლური მცველი ლაზარეთში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი “სტოკს” ინგლისის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურში (16 დეკემბერს), “ვესთ ჰემის” წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.

“სამწუხაროდ, კურტი ამ უიქენდზე ჩვენთან არ იქნება. იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ დაზიანება ხანგრძლივი არაა და, დიდი ალბათობით, ზუმა მომავალ კვირაში დაბრუნდება,” – აცხადებს ჰიუზი.