სემინარი ფეხბურთის ექიმებისთვის – ახალი საგანმანათლებგლო პროგრამა სფფ-სგან (ფოტო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდის ეროთობლივი პროექტი – „ფეხბურთის ექიმთა საგანმანათლებლო პროგრამა“ 15 დეკემბერს, პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაიწყო. კურსი, რომელიც ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ექიმებისათვის ტარდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო მიმართულების უახლესი პროექტია. მსმენელები სამი დღის განმავლობაში დაესწრებიან აღნიშულ კურსს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ვარძუკაშვილი წარუძღვება და როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური