საფეხბურთო კლუბ “გაგრას” ახალი ლოგო აქვს (ფოტო)

ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე გაგრის “გაგრას” მომავალი სეზონიდან ახალი ლოგო ექნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური განახლებულ Facebook გვერდზე აქვეყნებს. ზოგადად გუნდში რებრედინგი მიმდინარეობს. კლუბის მესვეურები მუშაობენ, რათა მომავალი სეზონიდან “გაგრას” ფანკლუბი ჰყავდეს.