17 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგის მასტერსზე ოქროს მედალი სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა და ქართველთა საამაყოდ რუსეთში ქართული ჰიმნი სამჯერ აჟღერდა.
ბექა ღვინიაშვილის, ვარლამ ლიპარტელიანისა და გურამ თუშიშვილის წარმატებას “გოლდენ სტეიტ უორიორსის” კალათბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც სპორტსმენებთან ერთად ფაჩულია ნათია თოდუას გერმანულ “ვოისში” გამარჯვებას ულოცავს: “გასაოცარი კვირა. ამაყი ვარ ქართველებით. 3 ოქროს მედალი და გამარჯვება გერმანულ “ვოისში”, – წერს ზაზა ფაჩულია.