ზაზა ფაჩულია ქართველი ძიუდოისტების წარმატებას გამოეხმაურა (ფოტო)

17 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგის მასტერსზე ოქროს მედალი სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა და ქართველთა საამაყოდ რუსეთში ქართული ჰიმნი სამჯერ აჟღერდა.

ბექა ღვინიაშვილის, ვარლამ ლიპარტელიანისა და გურამ თუშიშვილის წარმატებას “გოლდენ სტეიტ უორიორსის” კალათბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც სპორტსმენებთან ერთად ფაჩულია ნათია თოდუას გერმანულ “ვოისში” გამარჯვებას ულოცავს: “გასაოცარი კვირა. ამაყი ვარ ქართველებით. 3 ოქროს მედალი და გამარჯვება გერმანულ “ვოისში”, – წერს ზაზა ფაჩულია.

“გოლდენ სთეით ვორიორსის” მოკლემეტრაჟიანი ფილმი ზაზა ფაჩულიაზე

NBA-ის გასული წლის ჩემპიონმა გოლდენ სთეით ვორიორსმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას მიუძღვნა.

ფილმში ზაზა ფაჩულიას ცხოვრებაა აღბეჭდილი და იმ დროს არის გადაღებული, როდესაც საქართველო ნაკრები ყოფილი კაპიტანი NBA-ის საჩემპიონო თასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფაჩულიას შედეგიანი შეხვედრა “ლეიკერსთან”

დღეს,გამთენიისას, ნბა-ს გასული წლის ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტმა” მძიმე ბრძოლაში სტუმრად “ლეიკერსი” დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა და მატჩი ოვერ ტაიმში გადავიდა, სადაც “გოლდენმა” მეტოქე 4 ქულის სხვაობით 127:124 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი ზაზა ფაჩულია, რომელმაც პარკეტზე არასრული 15 წუთი გაატარა და გუნდს 11 ქულითა და 6 მოხსნით დაეხმარა. ზაზა მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუცდომლად ისროდა ფარის მიმართულებით, მან 5-დან 5 ორ ქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო გამოიყენა ზუსტად.

ამ გამარჯვების შემდეგ, ფაჩულიას “გოლდენ სტეიტს” 16 მოგება და 6 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს, ის მხოლოდ “ჰიუსტონს” ჩამორჩება, რომლის ანგარიშზედაც 17 გამარჯვება და 4 მარცხია.

გრეგ პოპოვიჩი ზაზას ეპიზოდზე: “ვის აინტერესებს, რა იყო მისი განზრახვა?”

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფი კულმინაციას უახლოვდება. უკვე გაიმართა დასავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის პირველი მატჩი “გოლდენ სტეიტ ვორიორსსა” და “სან ანტონიო სპურსს” შორის, რომელიც “მებრძოლთა” ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

მატჩში გადამწყვეტი როლი მესამე მეოთხედში მომხდარმა ინციდენტმა ითამაშა, როდესაც ზაზა ფაჩულიამ კავაი ლეონარდს მძიმე ტრავმა მიაღებინა. მაშინ “ოქროს შტატის” ჩამორჩენა 23 ქულა შეადგენდა. კავაის გარეშე დარჩენილმა “სპურსმა” კი ეს 23 ქულა საკმაოდ მოკლე დროში გაატანა წყალს.

“რამდენად გარდამტეხი იყო ეს ეპიზოდი? კარგით რა, არ მინდა კრიტიკულად მივუდგე ამ საკითხს, მაგრამ ძალიან სულელური კითხვაა. ეს იგივეა, კარის რომ არ ეთამაშა.

ორი ნაბიჯით მიახლოება მეტოქესთან, რომელიც ჰაერში იმყოფება, მიღებული ნამდვილად არ არის. ეს არასპორტული საქციელია.

ასეთ რაღაცებს კალათბურთელები ერთმანეთს უმიზეზოდ არ უკეთებენ. გაიხსენეთ ის დრო, ზაზა “დალასში” რომ თამაშობდა, რამდენად უხეშად ეთამაშებოდა პეტი მილსს, როგორ დაუჭირა ხელი კავაი ლეონარდს, კინაღამ მოტეხა.

მსოფლიოს საუკეთესო კლუბს საკმაოდ კარგად ვეთამაშეთ, პლეი ოფებში ჩვენი პროგრესი ყველასათვის შესამჩნევი იყო. მესამე მეოთხედში 23-ქულიანი ჰანდიკაპი გვქონდა, შემდეგ კი ეს მოხდა. თქვენ კი მეკითხებით,რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ამ ეპიზოდს?

ვის აინტერესებს, რა იყო მისი განზრახვა? მკვლელობაზე რამე გსმენიათ? ასეთივე შემთხვევა იყო ესეც. მოთამაშეები ერთმანეთს ასეთ რაღაცბს არ უკეთებენ, თუმცა ეს განსხვავებული ისტორიაა,” – აცხადებს “სპურსის” მთავარი მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი.

როგორ მიულოცა ამერიკელმა ბავშვმა ზაზა ფაჩულიას დაბადების დღე (ვიდეო)

10 თებერვალს, საქართველოს ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტის” ქალათბურთელი, ზაზა ფაჩულია 33 წლის გახდა.

ცხადია, ფაჩულიას იუბილე არაერთმა გულშემატკივარმა მიულოცა, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული პატარა ბავშვის მილოცვა აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო

Yahoo-ს ვიდეო All Star-ის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ (ვიდეო)

20 იანვარს, გამთენიისას NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი. ზაზა ზაჩულია, რომელმაც გულშემატკივრებისაგან მილიონნახევარზე მეტი ხმა მიიღო, სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით, Yahoo Sports-მა სოციალურ ქსელებში ვიდეო გაავრცელა:

თიკა ალავიძე: “ვამაყობ შენით, როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე”

20 იანვარს, გამთენიისას, NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. გულშემატკივრების ხმების რაოდენობით, ზაზა ფაჩულიამ 1 528 941 ხმით დასავლეთის წინახაზელებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გაავრცელა:

“დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას, თქვენი თანადგომა ყველაფერზე წინ დგას, გადაფარა ყველანაირი ნეგატივი, რაც ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ! ის ცინიზმი და გულგრილობა, რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი, რომ არცერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი მხარდაჭერა, რადგან ვთვლიდი, რომ შეიძლებოდა ვინმე ამით შემეწუხებინა და გამეღიზიანებინა!

ვამაყობ შენით, როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე.

რთულია, გაიარო ის გზა, რაც შენ და დღეს ესეთ დონეზე ისეთივე შემართებით თამაშობდე, როგორც მაშინ როდესაც პირველად დადგი ფეხი მოედანზე, არცერთხელ არ თქვა სიტყვა დავიღალე და მეზარება! ყველა მომავალ სპორტსმენს ვუსურვებ გამძლეობას, შრომისმოყვარეობას და თქვენი ქვეყნის სიყვარულს!”

pachulia

ლევან კობიაშვილი: #NBAVOTE ZAZA PACHULIA (ვიდეო)

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის “ზამთრის თასის” ფინალური მატჩი დასრულდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი დააწინაურა, ანგარიში 2:1 გახადა, მაისური გაიძრო და შიდა ფორმაზე გაკეთებული წარწერა დაგვანახა: #NBAVOTE ZAZA PACHULIA შეგახსენებთ, რომ ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 7:4 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

როგორ ეხმაურებიან ფაჩულიას “საკრამენტოსთან” თამაშს უცხოელი გულშემატკივრები

9 იანვარს, NBA-ში, ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” სტუმრად “საკრამენტო კინგსს” დაუპირისპირდა და მეტოქე 117:106 დაამარცხა.

ფაჩულიამ 22 წუთში 10 ქულა, 7 მოხსა (5 შეტევაში), 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ქართველი კალათბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

ზაზას თამაშით უცხოელი გულშემატკივრები ძალიან კმაყოფილები ჩანდნენ. ისინი სოციალურ ქსელებში, ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვაში ქართველ სპორტსმენს ხმას აძლევდნენ. გარდა ამისა, Twitter-ში რამდენიმე საინტერესო კომენტარი დაიწერა.

“ზაზა გაჩულია გვიჩვენებს იმას, თუ რატომ არის კაზენსზე წინ All Star-ის გამოკითხვაში.”

“ზაზა ფაჩულია All Star-ის მოთამაშესავით თამაშობს.”

“ზაზა ფაჩულია დემარკუს კაზენსის წინააღმდეგ, დაცვაში.”

“ხმას ყველა კავაი ლეონარდს აძლევს, დღეში 10 კალათბურთელის არჩევა შეგვიძლია. მოდი, ზაზაც ვიხილოთ All Star-ში.”

“ზაზას ეს შედეგი #NBAVote-ს იმსახურებს.”

“ზაზა ფაჩულია #NBAVote, შენ ამას იმსახურებ.”

“ასეთი დაცვით ზაზა ფაჩულია #NBAVote-ს იმსახურებს.”

“ამიერიდან ზაზა ფაჩულია ჩემს ათ ფავორიტ მოქმედ კალათბურთელებს შორისაა.”

“ეს ის პასია, რომლის გამოც ზაზა All Star-ში უნდა იყოს.”

1

იხილეთ ზაზა ფაჩულიას მომენტები “საკრამენტოსთან” გამართულ შეხვედრაში

რა გამოხმაურება მოჰყვა ზაზა ფაჩულიას მეორე ადგილს უცხოელ გულშემატკივარებში?

სულ ცოტა ხნის წინ NBA-ს ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა All-Star-ის კენჭისყრის შუალედური შედეგები. ზაზა ფაჩულია მეორე ადგილს იკავებს. მას, მხოლოდ და მხოლოდ, კევინ დურანტი უსწრებს.

უცხოელი გულშემატკივრებიდან ამ ფაქტს სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა.


“ჯერ “ოლ სტარსზე” არცერთი მათგანისთვის არ მიმიცია ხმა, მაგრამ ვინმეს მივცემ, ეს აუცილებლად ზაზა იქნება.”

“რატომაა ზაზა ფაჩულია სიის დასაწყისში? ნაგავი ცენტრია.”   “სასაცილოა ზაზა ამ დროისთვის “ოლ სტარსის” სასტარტოში რომ ხვდება. ისინი #NBAVote-ს ჰეშთეგს შეურაცხყოფენ”

“რა ჯანდაბაა, ზაზა ფაჩულიამ როგორ უნდა ითამაშოს All-Star-ში.”

“მართალია, “ოლ სტარსი” არასერიოზული ტიპის თამაშია, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას თავად სპორტზე, რომელსაც სერიოზულად ვიღებთ. ასე რომ, ზაზა ფაჩულია ამ მატჩზე არ უნდა მოხვდეს.”

“ზაზა? ეს სიიდან უნდა ამოშალონ.ეს უბრალოდ სისულელეა.”

“რანაირად აქვს ზაზა ფაჩულიას მეტი ხმა, ვიდრე იმათ, ვინც მის ქვემოთაა? თამაშში საშუალოდ სულ 5 ქულას აგროვებს ხოლმე.”

“ზაზა ნაგავი რომ ყოფილიყო, აქ არ მოხვდებოდა. ჯავალი რომ იყოს მის ადგილზე, ყველა გაიხარებდა. შარშან ზაზა ძალიან ახლოს იყო All-Star-ში მოხვედრასთან. ვულოცავ მას ამ წარმატებას.”

ზაზა ფაჩულიას დანკი “დენვერთან” შეხვედრაში (ვიდეო)

3 იანვარს, NBA-ში ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” “დენვერ ნაგეთსს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 127:119 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ მეოთხედში, ფაჩულიამ დანკი შემოგვთავაზა.

ზაზა ფაჩულია კევინ გარნეტის კალათბურთიდან წასვლას გამოეხმაურა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია კევინ გარნეტის კალათბურთიდან წასვლას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ გარნეტმა, 40 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. მას და ფაჩულიას კი გასული წლების განმავლობაში ერთმანეთთან ურთიერთობა რამდენჯერმე დაეძაბათ.

“მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მომენტებიც გვქონდა, მას დიდ პატივს ვცემ იმის გამო, რაც მთელი კარიერის განმავლობაში გააკეთა”, – წერს ფაჩულია.

cats

იხილეთ ფაჩულიასა და გარნეტის ერთ-ერთი დაპირისპირების ამსახველი კადრები: