ოფიციალურად: მიუნხენის “ბაიერნმა” ვაგნერი გიაფორმა

მიუნხენის “ბაიერნმა” ზანსჰაიმის “ჰოფენჰაიმიდან” სანდრო ვაგნერი გაიფრომა. ამის შესახებ ბავარიელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება. 30 წლის თავდამსხმელმა ორ-ნახევარ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შესაბამისად, ის კლუბს იანვარში შეუერთდება და 2020 წლის ივნისამდე დარჩება. ტრანსფერის ღირებულება 13 მილიონი ევროა.

გეტყვით, რომ სანდრო ვაგნერი “რეკორდმაისტერის” აღზრდილია. მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2007 წლის 11 აგვისტოს ბუნდესლიგის მატჩში, როსტოკის “ჰანსას” წინააღმდეგ შედგა, სადაც ბავარიელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.  ამის შემდეგ ვაგნერს გამოვლილი აქვს ისეთი გერმანული კლუბები, როგორებიცაა: დიუსბურგის “მსვ”, ბრემენის “ვერდერი 2”, ბრემენის “ვერდერი”, ბერლინის “ჰერტა”, “დარმშტადტ 98” და, როგორც უკვე ვთქვით, ზანსჰაიმის “ჰოფენჰაიმი”.

“სანდრო ვაგნერის სახით, ჩვენ კიდევ ერთი გერმანელი დავიმატეთ. გვჯერა, რომ ის დააკმაყოფილებს გუნდის სათამაშო დონეს. მას ამის კლასი და გამოცდილება გააჩნია,” – აცხადებს გუნდის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი.