დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
პრინციპული დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი ესაუბრა.
“პირველ ტაიმში მშვენივრად ვითამაშეთ. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებები თითქმის ბოლომდე შევასრულეთ. თუმცა, მეორე ნახევარი მძიმედ დაიწყო. გოლი გავუშვით, ამას მოჰყვა დანის წითელი ბარათი და თამაშში დაბრუნება გაგვიჭრდა. ფეხბურთში რთული მომენტები არსებობს. ჩვენ ახლა ასეთში ვიმყოფებით, თუმცა გონს მალე უნდა მოვიდეთ. შესანიშნავი კოლექტივი ვართ, რომელსაც, რა თქმა უნდა, დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია,” – ამბობს მატეო.