ბაქარ ქარდავამ თბილისის “დინამოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბაქარ ქარდავამ თბილისის “დინამოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ დედაქალაქელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 23 წლის ნახევარმცევლი “დინამოში” 2020 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ქარდავა “დინამოში” “ცხინვალიდან” გადავიდა და მალევე გახდა გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე. მან სეზონში ეროვნული ლიგის 32 შეხვედრაც ჩაატარა. მანამდე, იგი “გაგრასა” და “სასკოში” თამაშობდა.