ლონდონის “ჩელსის” კლუბის ლიდერთან, ედენ აზართან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. თუმცა, თავად ფეხბურთელი არ ჩქარობს და, ჯერჯერობით, არისტოკრატებს უარს ეუბნება,
აღნიშნულ თემაზე ედენის მამამ, ტიერიმ ისაუბრა.
“დაზუსტებით რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ედენი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს. თუ მადრიდის “რეალისგან” ინტერესი წამოვა, ის აუცილებლად გამართავს მოლაპარაკებებს ესპანურ გუნდთან. ჩემს შვილს “რეალის” მიმართ ინტერესები გააჩნია. თუმცა, ახლა მადრიდელთა” მხირდან არანაირი შემოთავაზება არაა. ედენი თავად გადაწყვეტს მომავალს,” – ამბობს ტიერი აზარი.