აზარი: “საკმარისად ეგოისტი არ ვარ იმისთვის, რომ ოქროს ბურთი მოვიგო”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი, ედენ აზარი თანამედროვე მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. მას ბევრი უკვე, რამდენიმე წელია, ოქროს ბურთის მოგებას უწინასწარმეტყველებს.

აღნიშნულ საკითხზე თავად სპორტსმენმა ისაუბრა.

“მამაჩემი ყოველთვის მეუბნება, რომ არ ვარ ეგოისტი. შესაძლოა, ეს მართალია. ახლა, თანამედროვე ფეხბურთში ისეთი რამის მოსაგებად, როგორიც, მაგალითად, ოქროს ბურთი, ან ოქროს ბუცია, გჭირდება, იყო, ეგოისტი. მაგრამ, ეს საერთოდ არ ვარ. უბრალოდ ის ვარ, ვინც ვარ და მორჩა,” – ამბობს ბელგიელი.

აზარის მამა: “ჩემმა შვილმა “ჩელსის” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი “რეალის” გამო უთხრა”

ლონდონის “ჩელსის” კლუბის ლიდერთან, ედენ აზართან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. თუმცა, თავად ფეხბურთელი არ ჩქარობს და, ჯერჯერობით, არისტოკრატებს უარს ეუბნება,

აღნიშნულ თემაზე ედენის მამამ, ტიერიმ ისაუბრა.

“დაზუსტებით რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ედენი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს. თუ მადრიდის “რეალისგან” ინტერესი წამოვა, ის აუცილებლად გამართავს მოლაპარაკებებს ესპანურ გუნდთან. ჩემს შვილს “რეალის” მიმართ ინტერესები გააჩნია. თუმცა, ახლა მადრიდელთა” მხირდან არანაირი შემოთავაზება არაა. ედენი თავად გადაწყვეტს მომავალს,” – ამბობს ტიერი აზარი.

ედენ აზარი: “ვოცნებობ, რომ ჩემი მწვრთნელი ზიდანი იყოს”

ლონდონის “ჩელსის” შემტევის, ედენ აზარის ერთ-ერთი დიდი ოცნებაა, რომ მას მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი ხელმძღვანელი ზინედინ ზიდანი წვრთნიდეს.

“ყველამ იცის, რომ ზიდანი ბავშვობაში ჩემი კუმირი იყო. მას, როგორც მოთამაშეს, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ხოლო, ახლა კი იგი, როგორც მწვრთნელი, ჩემთვის ძალინ პატივსაცემია. ოცნებაა, რომ მან გამწვრთნას. არ ვიცი რა იქნება მომავალში, იმედია, ეს ნათქვამი რეალობად იქცევა. თუმცა, ახლა “ჩელსის” ფეხბურთელი ვარ. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.”

“ლონდონურ კარიერაში კიდევ ბევრი რამეა მოსაგები და მისაღწევი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ აქაურ ცხოვრებასა და წარმატებებისკენ სწრაფვაზე ვარ კონცენტრირებული,” – აცხადებს ბელგიელი.

აზარი: “პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნების ძალა შეგვწევს”

ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგაში შარშანდელი სეზონივით, ვეღარ ბრწყინავს. “ლურჯებს” ამჟამად 13 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას სჯერდებიან.

გუნდის ერთ-ერთა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.

“გასულ სეზონში ყოველ კვირაში მატჩების ჩატარება უფრო ადვილი იყო. მაშინ ჩვენი ფიზიკური კონდიციები შეადერბით მაღალ დონეზე იდგა. ახლა სიტუაცია შეცივალა. თუმცა, საჭიროა ამ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მალე ვადაპტირდეთ. იმავე საფეხურზე ვდგავართ. უბრალოდ, კიდევ უფრო დიდი მონდომებაა საჭირო. განსხვავება ამ და გასულ სეზონებს შორის ისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” უფრო ძლიერები არიან.”

“ვიცით, რომ პრემიერ ლიგა გრძელი ჩემპიონატია. მზად ვართ და ვიცით, წინ რთული ბრძოლა გველის. საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიობისთვის ბრძოლაში დავბრუნდეთ,” – აცხადებს ბელგიელი.

მოურინიო: ,,აზარს ,,ჩელსის” დატოვება არ სურს”

,,ჩელსის” ვარსკვლავი, ედენ აზარი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ბელგიელ ფეხბურთელზე საუბრობს.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედენ აზარით დაინტერესებული იყო ,,პსჟ”. ჟოზე მოურინიომ კი გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

,,მე ვფიქრობ, რომ აზარს უყვარს კლუბი. იმედი მაქვს, რომ ის გუნდში დარჩება,” –  განაცხადა ლონდონის ,,ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.