“ნაპოლის” ხელმძღვანელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მეორე დღეს “ბენფიკას” მარცხენა მცველი, ალექსის გრიმალდო დაიმატეს. ამ ინფორმაციას Rai-ს ჟურნალისტი, ჩირო ვენერატო ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ნეაპოლიტანურმა კლუბმა “ბარსელონას” აღზრდილი ფეხბურთელის ტრანსფერში 30 მილიონი ევრო გადაიხადა. გრიმალდო “ნაპოლისთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, გრიმალდო “ბარსელონას” აღზრდილია. ასაკობრივი გუნდიდან “ბარსელონა ბ”-ში დაწინაურებულმა გრიმალდომ “ბენფიკაში” გადასვლამდე (2015 წელს) 5 სეზონი ჩაატარა “ბარსელონას” მეორე გუნდში.