ოფიციალურად: “ბორუსიამ” “ბაზელის” ფეხბურთელში 22 მილიონი გადაიხადა

დორტმუნდის “ბორუსიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს “ბაზელის” ახალგაზრდა მცველის, მანუელ აკანჯის ტრანსფერს. წყაროს ცნობით, გერმანულმა კლუბმა აკანჯის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გადაიხადა.

ბოლო დროს ვრცელდებოდა ხმები, რომ აკანჯის ტრანსფერით ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებოდნენ, მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული”. თუმცა, როგორც ჩანს, შვეიცარიელმა არჩევანი “ბორუსიაზე” გააკეთა.

აკანჯიმ, რომლის ტრანსფერიც “ბაზელს” სულ რაღაც 700 000 ევრო დაუჯდა ორი წლის წინ, მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა შვეიცარიის ჩემპიონატში და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.