“საბურთალო 2”-მა “ვოიაჟს” ამხანაგური შეხვედრა ვერ მოუგო

ფრედ დასრულდა ამხანაგური მატჩი “საბურთალო”-2-სა და “ვოიაჟს” შორის.

პირველი ტაიმი საბურთალოელებმა ორ ბურთიანი სხვაობით მოიგეს – ანგარიში ნიკოლოზ ღლონტმა გახსნა, მეორე ბურთი კი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა. მეორე ნახევარში მეტოქემ ჯერ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მატჩის მიწურულს კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით, საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

მატჩის ფოტოები

 

ამხანაგურ შეხვედრაში “საბურთალო 2″”ვიტ ჯორჯიასთან” დამარცხდა (ვიდეო)

გუშინ “საბურთალო”-2-მა მორიგი ამხანაგური მატჩი ლიგა-2-ის წარმომადგენელ “ვიტ ჯორჯიასთან” გამართა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და “ვიტ ჯორჯიას” გამარჯვებით დასრულდა. ორივე გოლი ვეტერინარებმა პირველ ტაიმში გაიტანეს.
გეტყვით, რომ “საბურთალო”-2 მორიგ საკონტროლო შეხვედრას 10 თებერვალს “თელავთან” გამართავს.

საბურთალო: ლეჟავა, ტაბატაძე, ხუბაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი, ბაკურაძე, ნიკოლაშვილი, სალუქვაძე, ღლონტი, აბულაძე, ტოკლიკიშვილი.

მეორე ტაიმში შევიდნენ: ნონიკაშვილი, ფურცელაძე, გულიაშვილი, ჭანტურიშვილი, ბ. ხარაიშვილი

“საბურთალო 2” “გაბალა 2”-თან დამარცხდა

“საბურთალო”-2-მა მორიგი ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანის “გაბალას” დუბლებთან გამართა და 0:1 დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი  გატანილი გოლით დასრულდა: შეხვედრაში სტუმრებმა მეორე ნახევარში გაიტანეს. “საბურთალო”-2-ის მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

საბურთალო: ნასყიდაშვილი, ტაბატაძე, დანცოვი, ფურცელაძე, ხარაიშვილი, ბაკურაძე, ნიკოლაშვილი, სალუქვაძე, ჯავახიშვილი, აბულაძე, ტოკლიკიშვილი.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ივანიაძე, ხუბაშვილი, მათოზაშვილი, კოპლატაძე, ჭანტურიშვილი, ბუიღლიშვილი.

“საბურთალოს” ოფიციალური გვერდი

“საბურთალო 2”-მა ამხანაგურ შეხვედრაში “თბილისი 2016” დაამარცხა

ეროვნული ლიგის კლუბებთან ერთად, ამახანაგურ შეხვედრებს ატარებენ ახლაგაზრდული გუნდებიც.

თბილისის “საბურთალო 2”-მა პირველი  სპარინგ-მატჩი “თბილისი 2016”-თან გამართა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. დედაქალაქელთა მხრიდან გოლები ვახო კოპლატაძემ, გიორგი ივანიაძემ და ნიკა ტოკლიკიშვილმა გაიტანეს. რევაზ გოცირიძის გუნდში სინჯებზე იმყოფებიან – დანცოვი, კობესოვი და გელაშვილი, რომლებიც რამდენიმე დღეა “საბურთალო 2”-ის შემადგენლობაში ვარჯიშობენ.

მორიგ შეხვედრას “საბურთალო”-2 “ლოკომოტივის” ძირითად გუნდთან გამართავს. მატჩი 25 იანვარს საგურამოში 14:00 საათზე დაიწყება.