საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამტრედიაში არსებული ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივ თვითმმართელობასთან შეთანხმებით მოედნის ხელოვნური საფარის დემონტაჟი უკვე მოახდინა.
მოედანზე, ადგილობრივი რაიონის თვითმმარველობის ხელშეწყობით, დაგეგმილია დასავლეთის ტრიბუნის აშენება და არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. გუნდი “ეროვნული ლიგის” საშინაო მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართავს.
იხილეთ ფოტოები