გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 27-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” ე.წ. “ექვსქულიან შეხვედრაში” მიიღო და ლიონელ მესის ერთადერთი გოლით ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” საყრდენი, სერხიო ბუსკეტსი ესაუბრა.
“ჩვენ იქამდე ვდომინირებდით, სანამ გამძლეობა გვეყო და არ დავიღალეთ. საბედნიეროდ, ჩვენი გარჯა საკმარისი აღმოჩნდა. ისე კი, სასურველ კონდიციებში ნამდვილად არ ვიყავით. ხუთშაბათს “ლას პალმასთან” სტუმრად ვითამაშეთ და შემდეგ ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწია. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, ეს მატჩი ოთხშაბათს ყოფილიყო. თუმცა, გამოძინება და დასვენება მოვასწარით და საბედნიეროდ, “ატლეტიკო” დავამარცხეთ,” – ამბობს ესპანელი.