დორტმუნდის “ბორუსიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მარკო როისმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ახალი შეთანხმების მიხედვით, 28 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამავდროულად გერმანიის საფეხბურთო ნაკრების წევრიც გახლავთ, “სიგნალ იდუნა პარკზე” 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს.
მარკო როისი “ბორუსიას” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ტრავმის გამო გამოტოვა, ბუნდესლიგის გასულ სამ ტურში კი სამი გოლის ჩაწერა მოახერხა აქტივში.