ალეგრი: “იმ საღამომ ბუფონს მეტი ენერგია შესძინა”

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვადნის შემდეგ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ახლა უკეთ ვაანალიზებ ყველაფერს. ვფიქრობ, იმ საღამომ ჯანლუიფი ბუფონს მეტი ვნება, ენერგია, მუხტი შესძინა. ჩემპიონები სწორედ ასეთი მომენტებით ცოცხლობენ. მან დიდი ადრენალინი მიიღო.”

“ნორმალურია, რომ ახლა “რეალი” და “ბაიერნი” ფავორიტები არიან. ერთ-ერთი მათგანი ფინალში გავა, რომელიც იქ, ვფიქრობ, თავის მეტოქეზე გამორჩეული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მეორე წყვილის გუნდებს დიდი პატივს ვცემ, ფავორიტი მაინც ამ კლუბებიდან იქნება. რაც შეეხება “რომას”, დასაფასებელია, რაც ამ გუნდმა გააკეთა. ეს მათთვის დიდი მიღწევაა და არც მახოვს, როდის იყვნენ ბოლოს რომაელები ამ ეტაპზე.”

“ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება სერია ა-სა და კოპა იტალიაზე,” – ამბობს ალეგრი.

იტალიის სერია A-ს 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი დასახელდა

მასმილიანო ალეგრი 2017 წლის სერია A-ს საუკეთესო მვწრთნელის ჯილდოს მფლობელია. იტალიელი დღეს დააჯილდოვეს. საგულისხმოა, ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელმა გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო.

გეტყვით, რომ ალეგრის ეს პატივი მესამედ ხვდა წილად. აქამდე მან 2011 და 2015 წლებში მოიპოვა ეს პრიზი. ალეგრი ამ მაჩვენებლით ფაბიო კაპელოსა და ანტონიო კონტეს გაუთანაბრდა.

ამჟამად “იუვე” სერია ა-ში 75 ქულით პირველ პოზიციაზეა. 29 ტურის შემდეგ მეტოქე “ნაპოლის” ორი ქულით უსწრებს.