ალეგრი კრიტიკოსებზე: “ამ ადამიანებს მკურნალობა სჭირდებათ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამარჯვების შემდეგ კრიტიკოსებზე კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, “იუვემ” მადრიდული კლუბი 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (3:2) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

“ის ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენენ, მათ თავად აქვთ პრობლემები. კიდევ რა უნდა გავაკეთო? ხუთ წელში ოთხი სკუდეტო მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ვითამაშეთ და ოთხჯერ იტალიის თასს დავეუფლეთ. კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? ამ ადამიანებს (ვინც მაკრიტიკებს) მკურნალობა ჭირდებათ”, – განაცხადა ალეგრიმ პრესკონფერენციაზე.

ალეგრი: “იმ საღამომ ბუფონს მეტი ენერგია შესძინა”

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვადნის შემდეგ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ახლა უკეთ ვაანალიზებ ყველაფერს. ვფიქრობ, იმ საღამომ ჯანლუიფი ბუფონს მეტი ვნება, ენერგია, მუხტი შესძინა. ჩემპიონები სწორედ ასეთი მომენტებით ცოცხლობენ. მან დიდი ადრენალინი მიიღო.”

“ნორმალურია, რომ ახლა “რეალი” და “ბაიერნი” ფავორიტები არიან. ერთ-ერთი მათგანი ფინალში გავა, რომელიც იქ, ვფიქრობ, თავის მეტოქეზე გამორჩეული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მეორე წყვილის გუნდებს დიდი პატივს ვცემ, ფავორიტი მაინც ამ კლუბებიდან იქნება. რაც შეეხება “რომას”, დასაფასებელია, რაც ამ გუნდმა გააკეთა. ეს მათთვის დიდი მიღწევაა და არც მახოვს, როდის იყვნენ ბოლოს რომაელები ამ ეტაპზე.”

“ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება სერია ა-სა და კოპა იტალიაზე,” – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: “სამწუხაროდ, ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტეს”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსთან” ანგარიშით, 1-3 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 4-3 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დაძაბული დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს იტალიელთა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ესაუბრა.

“ძალიან ვწუხვარ ორივე შეხვედრის გამო. 60 წუთის მანძილზე “რეალზე” უკეთ ვითამაშეთ ტურინში, თუმცა დავმარცხდით. დღესაც უპირატესობას ვფლობდით. მცირე დეტალებმა, სამწუხაროდ, ყველაფერი შეცვალეს. დამატებითი ტაიმებისთვის ორი ცვლილება დავიტოვე და დარწმუნებული ვიყავი, იქამდე მივიდოდით. ახლა, აუცილებელია, ეს წარუმატებლობა სწრაფად დავივიწყოთ, რადგან სხვა ტურნირებზე უნდა ვითამაშოთ. სამწუხაროა ასეთი შედეგი, კარგად ვიასპარეზეთ და დავამტკიცეთ, რომ ტურინში დაფიქსირებული ანგარიში უსამართლო იყო. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა,” – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: ჩვენი მომდევნო ეტაპზე ხილვა შეუძლებელია

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის “რეალთან” საკუთარ კედლებში მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რეალი” გამანადგურებელი იყო. შენ ბოლო ოთხ წელში ჩემპიონთა ლიგის სამ ტიტულს შემთხვევით ვერ მოიგებ. ახლა სერია ა-ზე უნდა ვიფიქროთ. შემდეგ კი, მადრიდში უნდა ჩავიდეთ და ჩვენი მატჩი ვითამაშოთ. მესამე გოლის შემდეგ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ის რომ არ გასულიყო, კიდევ გვექნებოდა შანსი, რომ თამაში შემოგვეტრიალებინა. ახლა კი, ეს შეუძლებელია,” – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: “იუვენტუსის” პრიორიტეტი სერია ა-ს მოგებაა”

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსს” დაუპისპირდება. აღნიშნული მატჩის წინ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

“ახლა იწყება პერიოდი, რომელში არსებულ თამაშებშიც კიდევ უფრ დიდი ენთუზიაზმი და მატჩის მოგების განსაკუთრებული სურვილი უნდა გამოვიჩინოთ. კარგი მატჩი იქნება, თუმცა, ჩვენი პრიორიტეტი სერია ა-ა. “რეალის” წინააღმდეგ კი რეალობიდან გამომდინარე, ამბიციით ვიბრძოლებთ.”

“კუადრადო და კიელინი სრულ მწყობრში არიან. შესაბამისად, ისინი შეძლებენ მადრიდელთა წინააღმდეგ თამაშს. ბერნანდესკი მომდევნო კვირაში დაბრუნდება, ხოლო ალექს სანდრო მცირე დისკომფორტს განიცდის. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ასპარეზობას,” – აცხადებს ალეგრი.

იტალიის სერია A-ს 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი დასახელდა

მასმილიანო ალეგრი 2017 წლის სერია A-ს საუკეთესო მვწრთნელის ჯილდოს მფლობელია. იტალიელი დღეს დააჯილდოვეს. საგულისხმოა, ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელმა გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო.

გეტყვით, რომ ალეგრის ეს პატივი მესამედ ხვდა წილად. აქამდე მან 2011 და 2015 წლებში მოიპოვა ეს პრიზი. ალეგრი ამ მაჩვენებლით ფაბიო კაპელოსა და ანტონიო კონტეს გაუთანაბრდა.

ამჟამად “იუვე” სერია ა-ში 75 ქულით პირველ პოზიციაზეა. 29 ტურის შემდეგ მეტოქე “ნაპოლის” ორი ქულით უსწრებს.

მასიმილიანო ალეგრი: “დღეს “ბარსელონას” დამარცხება გვსურს”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.

პრინციპული დაპირისპირების წინ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რაც მათ არაპროგნოზირებადს ხდის, ეს არის კლუბში მოთამაშე ფეხბურთელები და არა სათამაშო სისტემა. მაგალითად, ინიესტა, დემბელე… კარგი თამაში უნდა ჩავატაროთ. “ბარსელონამ” შესანიშნავად დაიწყო სეზონი და ახლა “რეალზე” ოთხი ქულით მაღლაა. ვფიქრობ, ისინი მსოფლიოში “ბლანკოსთან” ერთად საუკეთესოები არიან. როცა “ბარსელონა” პრესინგს მიმართავს, შევეცდებით, შემოქმედებითად ვითამაშოთ.”

“მიზანი, თავიდანვე, გოლის გატანა იქნება. ამ კლუბს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ეს არაა შეხვედრა, რომელიც გადაწყვეტს ჯგუფში პირველი ადგილის ვინაობას. თუმცა, ჩვენ მათ დამარცხებას შევეცდებით,” – აცხადებს იტალიელი.

ფერგიუსონი “იუვენტუსის” ასპარეზობას აფასებს: “მათ ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავთ”

მასიმილიანო ალეგრი სამი სრული სეზონის მანძილზეა ტურინის “იუვენტუსის” მწვრთნელი. ამ დროის მანძილზე მან სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ალეგრიზე და მის კოლექტივზე ისაუბრა.

“კარდიფში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვემ” პირველი ნახევარი მშვენივრად ჩაატარა. თუმცა, მეორე ტაიმში “ჩაიძირა”. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავთ. ასევე, ტურინულ გრანდში შეკრებილია ფეხბურთელთა შესანინშავი კოლექტივი. ეს ყველაფერი კი წარმატებული სვლის გარანტიას იძლევა. დარწმუნებული ვარ, ეს კლუბი მომავალში კიდევ უფრო დიდ მიზნებს მიაღწევს.”

“ნეაპოლიტანელებიც კარგად გამოიყურებნიან, თუმცა “იუვენტუსი” დომინირებს. ამაში მწვრთნელს დიდი წვლილი მიუძღვის,” – აცხადებს “ფერგი”.

ალეგრი: “ბუფონი ოსტატის ხარისხს იმსახურებს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ სერია ა-ს მორიგი სეზონის დაწყების წინ თავის ფეხბურთელებზე, ჯანლუიჯი ბუფონსა და პაულო დიბალაზე ისაუბრა.

“დიბალასა და ბუფონს კლუბის სიმბოლოებად აღვიქვამ. პაულო, ეს არის ვარსკვლავბიჭუნა, რომელიც სკოლის დაწყებით საფეხურზეა და ისე მიიწევს წარმატების მწვერვალისკენ. ბუფონი კი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია, ოსტატის ხარისხს იმსახურებს.”

“ერთი კარიერის დასაწყისშია, მეორე დასასრულს უახლოვდება. პირველ მათგანს ძალიან დიდი სურვილი აქვს იმისა, რომ აჩვენოს ევროპას, ერთ-ერთი საუკეთესო რომაა. “ჯიჯის” კი უკვე ყველაფერი დამტკიცებული აქვს, თუმცა უნდა, რომ კარიერის დასასრულში მწვერვალზე იდგეს. ბენდიერი ვარ, პაულო და ჯანლუიჯი ჩემი მოთამაშეები არიან. ისინი კლუბის საკვანძო ფიგურებს წარმოადგენენ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

კაპელო: “ალეგრი ისკოს უნდა უფრთხილდეს”

ფაბიო კაპელო თვლის, რომ მასიმილიანო ალეგრის “იუვენტუსისათვის” ისკოს ძალების სათანადოდ არდაფასება შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

“ალეგრი ისკოს უნდა უფრთხილდეს, მას “იუვესთვის” ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია, რადგანაც სწორედ ის ანაწილებს ბურთებს ფლანგებზე.

სერხიო რამოსი კი კუთხურების დროს იქნება განსაკუთრებულად სახიფათო, მან “რეალი” მიმდინარე სეზონშიც არაერთხელ გადაარჩინა. მისგან გოლს ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება კეილორ ნავასს, ბოლო დროს მან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და “რეალი” არაერთხელ გადაურჩენია თავისი სეივებით.

მართალია, “რეალის” ნახევარდაცვა უფრო ძლიერია, მაგრამ “იუვენტუსს” უკეთესი დაცვა ჰყავს, თავდამსხმელები კი თანაბარ დონეზე დგანან.

დღეს მე “იუვეს” ვგულშემატკივრობ, მაგრამ სინამდვილეში შანსები 50-50-ზეა,” – აცხადებს კაპელო.

ალეგრი: “ჩემპიონთა ლიგა ვინც არ უნდა მოიგოს, ოქროს ბურთს ბუფონი იმსახურებს!”

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის “იუვენტუსის” გასვლამ ჯანლუიჯი ბუფონს კიდევ უფრო გაუზარდა ოქროს ბურთის მოგების შანსი.

იტალიელთა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ოქროს ბურთის თემაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, ბუფონმა ოქროს ბურთი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიიღოს – აზრი არ აქვს, ვინ მოიგებს ფინალს. ის გენიალური სპორტსმენი და ადამიანია!”

“ჩვენ წარსულთან შედარებით ერთი ნაბიჯით მაღლა ვდგავართ. მიმაჩნია, რომ ფინალში გასვლა მშვიდად მოვახერხეთ. თუმცა, ახლა ამაზე არ ვფიქრობთ. გადამწყვეტი შეხვედრისთვის მხოლოდ სამი-ოთხი დღით ადრე მოვემზადებით,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ალეგრი: “შესაძლოა, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული სეზონი იყოს”

ჩემპიონტა ლიგის ნახევარფინალში “მონაკოს” დმაარცხების შემდეგ, “იუვენტუსის” მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს! ეს არ იყო მარტივი შეხვედრა. “მონაკო” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც დიდი ტექნიკა აქვს. როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0-0 იყო, ბუფონმა შესანიშნავი სეივი მიითვალა. ასეთ მნიშნელოვან შეხვედრებში ჯიჯი ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესოა!”

“ჯერ არაფერი დამთავრებულა. “მონაკო” ტურინში ჩამოვა და ეცდება, სიტუაცია გამოასწოროს. შესაძლოა, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული სეზონი იყოს,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.