მოჰამედ სალაჰი არ აპირებს, ფინალის გამო მარხვა დაარღვიოს

ფეხბურთელის მომზადებაში ყოველ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ჩემპიონთა ლიგის ფინალში აქვს სათამაშო. სპორტსმენები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სწორ კვებას, თუმცა ამაზე სულაც არ ფიქრობს მოჰამედ სალაჰი.

როგორც იცით, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანეს მსგავსად ღრმად მორწმუნე მუსლიმია. რამადანის წესების თანახმად ამ ფეხბურთელებს განთიადიდან მზის ჩასვლამდე ჭამა და წყლის დალევა ეკრძალებათ. ფინალი კი საღამოს უნდა გაიმართოს.

ეგვიპტური წყაროები ადასტურებენ ცნობებს რომლის მიხედვითაც, არც სალაჰს და არც მანეს არ აქვთ არანაირი სურვილი ფინალის გამო ეს მარხვა დაარღვიონ.

“ლივერპულელთა” საბედნიეროდ, კიევში მზის ჩასვლას მატჩის დაწყებამდე 30 წუთით ადრე ვარაუდობენ. ასე რომ, ამ ფეხბურთელებს მცირე დრო ექნებათ წყლისა და საკვების მისაღებად, ძალების აღსადგენად.