სალაჰი კოვიდინფიცირებულია

“ლივერპულის” ფორვარდ მოჰამედ სალაჰს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გასულ უქმეებზე ეგვიპტელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების ბანაკს მიაშურა. სალაჰი, სავარაუდოდ, სამშობლოში დაინფიცირდა. ის ფეხბურელთა და გუნდის პერსონალთა შორის ერთადერთია, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

28 წლის ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

უკვე ცნობილია, რომ მოჰამედ სალაჰს აფრიკის ერთა თასის შესარჩევ ეტაპზე ტოგოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს. არაა გამორიცხული, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგაში “ლესტერ სიტისთან” და ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოს “ატალანტასთან” 21 ნოემბერს ჩანიშნული შეხვედრებიც გამოტოვოს.

სალაჰი: “ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მისი მოგების ტოლფასია”

“ლივერპულისა” და ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა, მოჰამედს სალაჰმა”, ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

“ჩემპიონთა ლიგის ფინალის ღამე ყველაზე ცუდი მომენტი იყო მთელ ჩემს კარიერაში. ფინალის შემდეგ მეშინოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწევდა, სასოწარკვეთილი ვიყავი.

ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ისეთივე ღირებული რამ იყო, როგორც ესპანეთისთვის მუნდიალის მოგება. ვეცდებით მაქსიმალურად ვისიამოვნოთ მომენტით,” – აცხადებს მოჰამედ სალაჰი.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს რუსეთის, ურუგვაისა და საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრებებთან ერთად.

სალაჰის წარმომადგენლებმა ფეხბურთელი “ბარსელონას” შესთავაზეს

მერსესაიდის “ლივერპულის” ვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი, შესაძლოა სულ მალე “ბარსელონას” რიგებშიც ვიხილოთ. ამ ინფორმაციას მადრიდული გამოცემა As ავრცელებს.

ესპანური წყაროს ცნობით, მოჰამედ სალაჰის წარმომადგენლებმა თავად შესთავაზეს ტრანსფერი “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს. ერთადერთი რამ, რაც ტრანსფერს აფერხებს ფასია – “ლივერპული” მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს.

როგორც იცით, კატალონიელები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ ანტუან გრიზმანის დამატებას, თუმცა ბოლო დროს ტრანსფერი საეჭვოდ გაჭიანურდა. მის ალტერნატივად კი სწორედ ეგვიპტელი თავდამსხმელი ჩნდება.

მუსლიმები მოჰამედ სალაჰს მარხვის დარღვევის გამო მკაცრად აკრიტიკებენ (ფოტო)

მერსესაიდის “ლივერპულის” ფიზიოთერაპისტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მოჰამედ სალაჰი მარხვის, რომელსაც მუსლიმები უწმინდესას მიიჩნევენ, დარღვევას აპირებს.

როგორც იცით, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანეს მსგავსად ღრმად მორწმუნე მუსლიმია. რამადანის წესების თანახმად ამ ფეხბურთელებს განთიადიდან მზის ჩასვლამდე ჭამა და წყლის დალევა ეკრძალებათ. ფინალი კი საღამოს უნდა გაიმართოს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მუსლიმები სალაჰის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად გამოეხმაურნენ:


“რატომ? სალაჰმა მარხვა უნდა დაიცვას და ალაჰი მას დაეხმარება. თუ მარხვას დაარღვევს, გეფიცებით, აღარასოდეს ვუგულშემატკივრებ მას. ბენზემამაც კი დაიცვა მარხვა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.”


“თუ ეს მართალია, მაშინ დიდი სირცხვილია მისთვის. მარხვის ერთი დღით დაცვა უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ჩემპიონატის მოგება. იმედია, ეს ცრუ ინფორმაციაა!”


“ალაჰი გაიგებს, რომ ცხოვრებაში არსებობს რელიგიაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც! ფაქტია! სალაჰის გადაწყვეტილება საუკეთესოა. წარმატებები მო!”


“რელიგიაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება რა არის, სალაჰი ვალდებულია ეს გააკეთოს.”


“ბენზემა მარხვას დაიცავს, გოლსაც გაიტანს და ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს. ჩემპიონობისთვის მარხვის დარღვევა აუცილებელი არ არის.”

მოჰამედ სალაჰი არ აპირებს, ფინალის გამო მარხვა დაარღვიოს

ფეხბურთელის მომზადებაში ყოველ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ჩემპიონთა ლიგის ფინალში აქვს სათამაშო. სპორტსმენები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სწორ კვებას, თუმცა ამაზე სულაც არ ფიქრობს მოჰამედ სალაჰი.

როგორც იცით, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანეს მსგავსად ღრმად მორწმუნე მუსლიმია. რამადანის წესების თანახმად ამ ფეხბურთელებს განთიადიდან მზის ჩასვლამდე ჭამა და წყლის დალევა ეკრძალებათ. ფინალი კი საღამოს უნდა გაიმართოს.

ეგვიპტური წყაროები ადასტურებენ ცნობებს რომლის მიხედვითაც, არც სალაჰს და არც მანეს არ აქვთ არანაირი სურვილი ფინალის გამო ეს მარხვა დაარღვიონ.

“ლივერპულელთა” საბედნიეროდ, კიევში მზის ჩასვლას მატჩის დაწყებამდე 30 წუთით ადრე ვარაუდობენ. ასე რომ, ამ ფეხბურთელებს მცირე დრო ექნებათ წყლისა და საკვების მისაღებად, ძალების აღსადგენად.

ანტონიო კონტემ “ჩელსი” სალაჰის გაყიდვისთვის გაამართლა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “არისტოკრატთა” გადაწყვეტილება გაამართლა მოჰამედ სალაჰის გაშვების თა

“ყველაფერი ისეთი ადვილი სულაც არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ ოთხი-ხუთი წლის წინანდელი სალაჰი უნდა მივიღოთ მხედველობაში, როდესაც ამ საკითხს განვიხილავთ და არა ისეთი, როგორიც დღეს არის.

რა თქმა უნდა, იტალიაში გატარებულმა დრომ მასზე უდიდესი გავლენა იქონია, ის როგორც ფეხბურთელი, ძალიან გაიზარდა. იტალიურმა გამოცდილებამ მას წარმატებისკენ მიმავალი გზა გაუკაფა.

დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ის სულ სხვა ფეხბურთელია და წარსულს სულაც არ ჰგავს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უსამართლოა, როდესაც “ჩელსის” მის გაყიდვაში ადანაშაულებენ,”- აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ეგვიპტელი მერი საჩუქრის სახით სალაჰს მექაში მიწის ნაკვეთს გამოუყოფს

ინგლისის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ, მუჰამედ სალაჰს, მუსლიმთა წმინდა ქალაქის (მექა, სადაც დაიბადა მუჰამედი) მერი წმინდა მიწის ნაკვეთს სთავაზობს.

როგორც იცით, 25 წლის ფეხბურთელს ბევრი ექსპერტი მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენად მიიჩნევს. მისი ლიდერობით (41 გოლი 2017/18 წლების სეზონში) “ლივერპული” წარმატებულ სვლას განაგრძობს და დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავა.

“მიწა მისია და მას რამდენიმე ვარიანტი აქვს. ყველაფერი ფეხბურთელსა და რეგულაციებზეა დამოკიდებული. თუ მას მიწის ფლობის უფლება აქვს, ეს მისია. მას ნებისმიერი მიზნით შეუძლია ამ მიწის გამოყენება, თუნდაც საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნისთვის, ან გასაყიდად,” – აცხადებს ალ რუქი.

ალ რუქის ცნობით, მან ეს ნაბიჯი სპეციალურად გადადგა, რათა ახალგაზრდებში ინსპირაცია გაეღვივებინა და მათ მოტივაციად მოჰამედ სალაჰის მაგალითი ექცია.

მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის რეკორდი გაიმეორა

მერსესაიდული “ლივერპულის” ეგვიპტელმა ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის 35-ე ტურშიც შეძლო თავის გამოჩენა, გაუტანა რა გოლი ბოლოადგილოსან “ვესტ ბრომვიჩს” (2:2).

ასე რომ, 25 წლის ვარსკვლავს, რომელსაც ბევრი მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენად მიიჩნევს, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 31 გოლი უგროვდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამდენივე გოლი აქვთ გატანილი ალან შირერს (1995/96), კრიშტიანუ რონალდუს (2007/08) და ლუის სუარესს (2013/14).

შეგახსენებთ იმასაც, რომ მოჰამედ სალაჰისთვის სეზონი ჯერაც არ დასრულებულა და მას კიდევ აქვს შანსი დაამხოს ეს რეკორდი. ამისთვის მას “სტოკ სიტის”, “ჩელსის” ან “ბრაიტონის” კარში მოუწევს გოლის გატანა.

მოჰამედს ბევრი გააქვს, მაგრამ იშვიათად ლაპარაკობს: ინტერვიუ 40 გოლის შემდეგ

“რომადან” მერსესაიდის “ლივერპულში” გადსავლა მოჰამედ სალაჰის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა შეფასდეს. “ენფილდზე” მან უამრავი რეკორდის დამხობა შეძლო და შეჩერებას არც ახლა აპირებს.

როგორც წესი, მოჰამედ სალაჰი მატჩის შემდეგ არასოდეს ჩერდება კომენტარის გასაკეთებლად, თუმცა ერთხელ პირობა დადო, რომ თუ ორმოც გოლს გაიტანდა, ჟურნალისტებთან ვრცელ ინტერვიუს ჩაწერდა.

– მო, რას ნიშნავს შენთვის ერთ სეზონში 40 გოლის გატანა?

– “რა თმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვცდილობ ყოველ მატჩში გავიტანო და გუნდს ასე დავეხმარო. მთავარი გამარჯვება და ქულების დაგროვებაა. გვინდა გუნდურად ვითამაშოთ. ჩემი ყოველი გოლი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – გუნდის დახამრებას.”

– 40 გოლი “ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაიტანე, ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი კი 47 გოლია…

– “დიდებული გრძნობაა, როდესაც ასეთ რეკორდს ამყარებ.რაც შეეხება იან რაშის რეკორდს, ძალიან ახლოს ვარ, სულ რაღაც 7 გოლი მაშორებს. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. არ ვიცი რამდენი თამაში გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ კიდევ ბევრჯერ გავიტანო და გუნდს დავეხმარო.”

– ახლა უფრო ხშირად ითხოვ პასს თანაგუნდელებისგან?

– “დიახ! მაგრამ პასს ისედაც მაძლევდნენ. იცით, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ხვდები, რომ მათ შენი მხარდაჭერა სურთ, უნდათ მეტი გოლის გატანაში დაგეხმარონ. ნამდვილად კარგი გრძნობაა.”

– ჩემპიონთა ლიგასა და პირად ჯილდოებს შორის არჩევანის გაკეთება რომ გიწევდეს, რომელს აირჩევდი?

– “ჩემპიონთა ლიგის მოგებას! არც კი დავფიქრდებოდი. ჩემპიონთა ლიგის მოგება არის … ვაუ (ხელებს ზემოთ აღმართავს) ჩემპიონთა ლიგის მოგება თითოეული ჩვენგანის ოცნებაა, დანარჩენი არ მაინტერესებს.”

მოჰამედ სალაჰმა “სამპდორიას” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

4 აპრილს, იტალიის ჩემპიონატში, “ფიორენტინასა” და “სამპდორიას” შორის გამართულ შეხვედრაში მოჰამედ სალაჰმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

“ჩელსი” სალაჰს “ფიორენტინაში” გაყიდის

“ფიორენტინამ” და “ჩელსიმ” მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე მოილაპარაკეს. ფლორენციული კლუბი ლონდონიდან იჯარის წესით დამატებულ ეგვიპტელს სეზონის დასრულების შემდეგ საბოლოოდ გამოისყიდის.

ბრიტანული პრესის ცნობით ტრანსფერის ღირებულება 18 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი “ფიორენტინაში” თებერვალში გადავიდა და სერია ა-ს 6 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო.

ჩელსი სალაჰს გაანათხოვრებს

ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის “ჩელსი” მოჰამედ სალაჰის განათხოვრებას აპირებს. ტრანსფერი, დიდი ალბათობით, იანვარში განხორციელდება.

სალაჰის გადაბირება “ნაპოლის” და “ბაზელს” სურთ და ფეხბურთელიც ამ კლუბებიდან ერთ-ერთში გააგრძელებს კარიერას.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ეგვიპტელმა პრემიერლიგის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.