„მილანის“ კაპიტანმა რიკარდო მონტოლივომ „იუვენტუსთან“ იტალიის თასის ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
„ეს ჩვენი კლასის დასამტკიცებლად ჩინებული და ბოლო შანსია. ბოლო შანსია იმის დასამტკიცებლად, რომ ფეხბურთელები ამ გუნდში ყოფნას იმსახურებენ.
„იუვენტუსი“ მოედანზე ფავორიტის სტატუსით გამოვა, მაგრამ მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია და ჩემი გუნდის მჯერა. „იუვენტუსთან“ ჩემპიონატის მატჩები დაბალანსირებული გამოვიდა, მეორე წრის შეხვერის მოგება შეგვეძლო.
ვიბრძლებთ, მატჩის წაგებაზე ფიქრით დაწყებას არ ვაპირებთ“, – ციტირებს მონტოლივოს Goal.com-ი.