იოაჰიმ ლიოვი: “ლოპეტეგის დათხოვნამ, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრები გატეხოს”

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთვარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი, ესპანეთის ნაკრების მიერ ხულიენ ლოპოტეგის დათხოვნის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც იცით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლოპოტეგი მუნდიალამდე ერთი დღით ადრე დაითხოვა.

“ლოპოტეგის დათხოვნა ძალიან მოულოდნელი რამ იყო ჩემთვის. არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ თვითონ მუნდიალის დაწყებამდე ერთი დღით მომხდარი ინციდენტი სერიოზული შოკია ნაკრებისთვის. ამან, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრები გატეხოს.

მეორეს მხრივ, ნაკრები უკვე შეთამაშებულია და შეუძლია, იმ ტაქტიკითა და ფილოსოფიით იმოქმედოს, რომელსაც მუდამ ენდობოდნენ. ვფიქრობ, რომ ესპანელები კარგ მუნდიალს ჩაატარებენ,” – აცხადებს ლიოვი.