რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რობი უილიამსმა გახსნა. შესრულებისას ამ უკანასკნელმა ტელეკამერებს შუა თითი უჩვენა, რამაც გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილში დიდი კითხვის ნიშნები დაბადა.
დღეს უცხოურ მედიაში რობი უილიამსის მეგობრის მიმოწერა ცხადდება, სადაც ნათლად არის ახსნილი, რომ უილიამსმა შუა თითი ბრიტანეთის პარლამენტს უჩვენა.
“ისინი მას ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ რუსეთთან და “კავშირის” გამო… ძალიან ცუდი საქციელია ბრიტანეთის მხრიდან.. ყვითელმა პრესამ კი ის ასოდ აქცია. არადა, ის უკანასკნელი ადამიანია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია.
ეს ტიპიური ბობია, არანაირი კომენტარი, მხოლოდ შუა თითი. პარლამენტი, მათ ეს საქმეც კი განიხილეს და პრესა… ბრიტანეთში ჭორების შტორმია, არადა პუტინსაც არ შეხვედრია. საწყალი …” – ვკითხულობთ მიმოწერაში.