დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში პორტუგალია მოროკოს დაუპირისპირდება. ევროპელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ვიმედოვნებ, კრიშტიანუ ისევ იმავე დონეზე ითამაშებს და კიდევ ერთ დიდ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენ შეგვიძლია ისეთი კარგი გუნდის დამარცხება, როგორიც მოროკოა. თუმცა, მარტო არავინ იგებს. ევროპის ჩემპიონები ვართ. პორტუგალიის მთავარი მიზანია, გააგრძელოს იმის კეთება, რამაც აქამდე მოგვიყვანა: დიდი ვალდებულების გრძნობა მინდორზე გასვლის დროს და მეტოქის პატივისცემა. გზა, რომლითაც გამარჯვებები მოვიპოვეთ, სწორედ ადამიანურობასა და ოპონენტის დაფასებას უკავშირდება. აუცილებელია, ვიყოთ კონკურენტუნარიანნი, ვიბრძოლოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. თუმცა, კლასი საჭიროა, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ხვალ, მთავარი მიზანი, თავიდანვე გოლის გატანა იქნება. ფოკუსირებულნი ვართ მხოლოდ გამარჯვებაზე,” – ამბობს პორტუგალიელთა დამრიგებელი.