“რეალი” და “ბარსელონა” ერთმანეთს კანტეს ტრანსფერისთვის ეცილებიან

ლონდონის “ჩელსის” საყრდენი ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, რომელსაც დღესდღეობით ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ საკუთარ პოზიციაზე, “ბარსელონასა” და “რეალის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც იცით, 27 წლის ფრანგი ნახევარმცველი მსოფლიომ 2015/16 წლები სეზონში აღიარა, როდესაც ამ უკანასკნელმა “ლესტერ სიტისთან” ერთად პრემიერ ლიგა მოიგო.

ნგოლო კანტე ბავშვობაში მადრიდულ გრანდს გულშემატკივრობდა და თავის ოთახში “ბლანკოსის” ფეხბურთელების ფოტოები ჰქონდა გამოფენილი. Le Parisien აღნიშნული ბრძოლის ფავორიტად სწორედ დედაქალაქურ კლუბს მიიჩნევს.

თავის მხრივ, “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა სეზონის დასასრულს კანტე “კამპ ნოუზეც” კი მიიწვიეს ერთ-ერთ მატჩზე დასასწრებად.