დღეს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში (პირველი მატჩი, სლოვაკეთში, ფრედ, 1:1 დასრულდა) თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე “დუნაისკა სტრედას” მიიღებს. პრინციპული დაპირისპირების წინ, დედაქალაქელთა ლიდერმა და კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.
“ხვალინდელი შეხვედრა არა მარტო “დინამოსთვის”, არამედ, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში ქართულ გუნდებს ევროთასებზე, თუნდაც, ერთი ეტაპის გადალახვა გვიჭირს. ახლა კი გვაქვს შანსი და თან გაგვაჩნია მცირედი უპირატესობა გასვლაზე გატანილი ბურთის წყალობით. მაგრამ ეს რამე განსაკუთრებულს არ ნიშნავს. ურთულესი თამაში გველოდება ხვალ. ვნახეთ წინა მატჩი და იქ დაშვებული შეცდომები ახლა აღარ უნდა გავიმეოროთ. მაყურებელს მოვუწოდებ, რომ მოვიდეს სტადიონზე და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი გულშემატკივრობა. დიდი მადლობა ფანებს, წინასწარ!,” – ამბობს კიტეიშვილი.