როგორც წესი, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. შანსი წარმატებით გამოიყენა ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მცველმა დემავოი ვიდამ, რომლის გადაბირებითაც რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული.
თურქული ჟურნალ-გაზეთების ცნობით, ვიდამ უკვე განუცხადა “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელებს კლუბის დატოვების სურვილის შესახებ. თურქული კლუბიც მზადაა, ფეხბურთელი გაუშვას, ოღონდ მხოლოდ კონკრეტულ ფასად.
29 წლის ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს “ვესტ ჰემი” იმყოფება. “ჩაქუჩებმა” უკვე გაუკეთეს ოფიციალური წინადადება “ბეშიქთაშს”, თუმცა უარი მიიღეს. თურქები ლონდონური კლუბისგან 3 მილიონით მეტს (25 მილიონი) ითხოვენ.