„ოლ სტარის“ TOP 10 ეპიზოდი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ განვლილი „ოლ სტარის“ ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„ოლ სტარი“ დასავლეთის გამარჯვებით დასრულდა

NBA-ს „ოლ სტარის“ მატჩში დასავლეთის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდზე უფრო ძლიერი გამოდგა.

შეხვერდის პირველი მეოხედი თანაბარი გამოდგა, შესვენების შემდეგ კი ინიციატივა დასავლეთ კონფერენციის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს. გადამწყვეტიო ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც დასავლეთამ 14 ქულით მოიგო და, საბოლოოდ, 23 ქულით – 196:173 გაიმარჯუვა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „ინდიანას“ ლიდერი პოლ ჯორჯი გახდა, რომელმაც 41 ქულა დააგროვა. გამარჯვებულთა რიგებიდან 31 ქულა რასელ უესტბრუკმა ჩაიწერა.

აღმოსავლეთი – დასავლეთი 173:196 (43:40, 47:52, 46:53, 37:51)
აღმოსავლეთი: ჯორჯი (41 ქ. 5 მ.), უოლი (22 ქ. 3 პ.), დეროზანი (18 ქ.), დრამონდი (16 ქ. 13 მ.), ლოური (14 1. 10 პ. 5 მ.), ჯეიმსი (13 ქ. 7 პ.), ენტონი (13 ქ. 6 მ.), გასოლი (9 ქ. 7 მ.), ტომასი (9 ქ.), უეიდი (8 ქ. 6 პ.), ჰორფორდი (7 ქ.), მილსეპი (3 ქ.)
დასავლეთი: უესტბრუკი (31 ქ. 8 მ. 5 პ. 5 ჩ.), კარი (26 ქ. 6 პ. 5 მ. 4 ჩ.), დევისი (24 ქ. 6 მ.), დურანტი (23 ქ. 7 პ. 5 მ.), ჰარდენი (23 ქ. 3 პ.), ლეონარდი (17 ქ. 6 მ. 3 პ.), პოლი (14 ქ. 16 პ.), კაზინსი (11 ქ.), ბრაიანტი (10 ქ . 7 პ. 6 მ.), ტომპსონი (9 ქ.), გრინი (4 ქ. 5 მ.), ოლდრიჯი (4 ქ.)

ოლ სტარის ათი ყველაზე სასაცილო მომენტი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის განვლილი ოლ სტარის ყველაზე სასაცილო მომენტების ამსახველ ვიდეოს.

ოლ სტარის მატჩის ათი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ოლ სტარის დღევანდელი მატჩის ათი საუკეთესო მომენტის ამსახველი ვიდეო დაამზადა.

ოლ სტარის MVP-ს რეკორდამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარის დღევანდელ მატჩში რასელ ეუსტბრუკი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. „ოკლაჰომსა“ ლიდერმა 41 ქულა დააგროვა და დასავლეთს აღმოსავლეთის დამარცხებაში დაეხმარა. გარდა ამისა, რასელს ოლ სტარის რეკორდამდე სულ ცოტა დააკლდა.

ამ ყველაფერმა უესტბრუკს ოლ სტარის MVP-ს ტიტული მოუტანა, რომელიც მას მატჩის შემდეგ ლიგის კომისიის წარმომადგენელმა ადამ სილვერმა გადასცა.

სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე გამოსვლის შემდეგ რასმა 25 წუთის განმავლობაში ითამაშა და 41 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 1 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

რაც შეეხება მის შესაძლო რეკორდს, ოლ სტარის ისტორიაში უილ ჩემბერლენის 42 ქულა კვლავ ხელშეუხებელია.

ამასთან „თანდერის“ მოთამაშემ ერთ ნახევარში დაგროვილი ქულების რაოდენობის რეკორდიც დაამყარა. პირველ ნახევარში აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის კალათში 11 წუთში მან 27 ქულა ჩააგდო.

NBA-ს მსოფლიოს ნაკრებმა ახალგაზრდული გუნდი დაამარცხა (ვიდეო)

ღამით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარი ლიგის ახალგაზრდა კალათბურთელებისა და ლეგიონერების ნაკრებების მატჩით გაიხსნა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა და, საბოლოოდ, ლეგიონერთა გამარჯვებით 112:121 დასრულდა.

საუკეთესო გამარჯვებულთა რიგებში ენდრიუ უიგინსი აღმოჩნდა, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება წაგებულებს, მათი შემადგენლობიდან ასევე 22 ქულით ვიქტორ ოლადიპო და ზაკ ლავინი გამოირჩნენ.

აშშ-ს გუნდი – მსოფლიოს ნაკრები 112:121 (67:69, 45:52)

აშშ: ოლადიპო (22 ქ. 3 მ. 4 ა. 4 ჩ.), ლავინი (22 ქ. 4 მ. 2 ა. 1 ჩ.), ბერკი (17 ქ. 1 მ. 4 ა. 2 ჩ.), პლამლი (13 ქ. 9 მ. 3 ა. 1 ჩ 2 ბ.), ზელერი (12 ქ. 4 მ. 1 ა. 3 ჩ.), შაბაზ მუჰამადი (10 ქ. 5 მ. 1 ა. 1 ბ.), კოლდუელ-პოუპი (8 ქ. 2 ა. 2 ჩ.), ნოელი (4 ქ. 4 მ. 1 ა. 2 ჩ. 2 ბ.), პეიტონი (2 ქ. 3 მ. 3 ა. 1 ჩ.), კოვინგტონი (2 ქ. 3 მ. 1 ა. 4 ჩ.)

მსოფლიო: უიგინსი (22 ქ. 6 მ. 4 ა.), გობერი (18 ქ. 11 მ. 3 ბ. 4 ჩ.), მიროტიჩი (16 ქ. 4 დ.), ბოგდანოვიჩი (16), დიენგი (14), შრედერი (13 ქ. 8 ა.), ადეტოკუნბო (12 ქ. 9 მ. 5 ა. 4 ჩ. 5 დ.), ეკზამი (4 ქ.), დელავედოვა (4 ქ.), პაპანიკოლაუ (2 ქ.)

გასული დღის ოლ სტარის ტოპ-10 ეპიზოდი

წარმოგიდგენთ ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის ოლ სტარის გასული დღის საუკეთესო 10 ეპიზოდს (16.02.2014):